სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, კოვიდვაქცინით აიცრა
7 ივნისს, სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა კოვიდვაქცინით აიცრა. მან ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გაიკეთა.  ფიქრობს, რომ იმუნიზაცია კორონავირუსის დანარცხების ერთადერთი გზაა.

"ყველამ უნდა აიცრას. ეს ერთადერთი გამოსავალია. დეზინფორმაცია ვრცელდება, რომ ვაქცინას ცუდი შედეგი მოაქვს. მაგრამ ეს ასე არაა. ყველამ უნდა აიცრას"
- ამბობს სამირა

აღსანიშნავია,  რომ სამირა ბაირამოვასთან ერად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი,  ჰაჯი რამინ იგიდოვი, რელიგიური პირი ქამრან მამედოვი და რადიო "მარნეულის" ჟურნალისტი, თეა დავაძე აიცრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში აცრის პროცესი 17 მარტს დაიწყო.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია