აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე კიდევ ერთი პროვოკაცია მოაწყო
სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„26 ივლისს, 03:00 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ბასარკეჩარის რაიონის სხვადასხვა მიმართულებით განლაგებული საბრძოლო პოზიციებიდან ქელბაჯარის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ინტენსიურ ცეცხლს აწარმოებს,“ - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის ნაწილები ადეკვატურ საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google