საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2%-ით გაიზარდა
2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 605.5 მლნ. აშშ დოლარი (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ. აშშ დოლარი (20.7 პროცენტით მეტი) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 პროცენტი შეადგინა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია