მარნეულელი სპორტსმენების მორიგი წარმატება
მარნეულელი სპორტსმენები, 14-15 დეკემბერს, ქალაქ თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ. ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტი ფაიგ მამედოვი აცხადებს.
მისი თქმით , შეჯიბრი კიკბოქსა და ტაიბოქსის სახეობებზე ჩატარდა. შეჯიბრებებს მარნეულიდან სამი კლუბი შეუერთდა.

ამ კლუბებიდან ერთ-ერთი ჩემია. მეორე კი როიალ ყარაბაღლის და რომან ორუჯოვს ეკუთვნის. ჩემი კლუბიდან ორმა სპორტსმენმა ოქროს, ორმა კი ვერცხლის მედალი მიიღო.
როიალ ყარაბაღლის კლუბის სპორტსმენებიდან ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. რომან ორუჯოვის კლუბიდან კი ერთმა ოქროს მედალი მიიღო. თბილისში ორგანიზებულ ტურნირზე მარნეულთან ერთად თბილისი, რუსთავი,გარდაბანიც იღებდა მონაწილეობას“

ფაიგ მამედოვის თქმით, თბილისში ჩატარებულ შეჯიბრზე საქართველოს გარდა აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი და სომხეთიც იღებდა მონაწილეობასს. შეჯიბრი ირანის გუნდის გამარჯვებით დამთავრდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანი, მესამე ადგილზე კი საქართველოს გუნდები გავიდნენ. სომხეთმა და ერაყმა კი მომდევნო ადგილები დაიკავეს.

შეგხსენებთ, რომ ქალაქ თბილისში ჩატარებული მუაიტაის სახეობის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს მუაიტაის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.



Print