„მოდით, ვიყოთ სოლიდარულები“ - ღონისძიება მარნეულში
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე და ახალი წლისთვის მიძღვნილი „მოდით, ვიყოთ სოლიდარულები“ ღონისძიება გაიმართა. ზეიმი 21 დეკემბერს, მარნეულში მდებარე „ატა ჰოლდინგის“ სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.

სადღესასწაულო ზეიმი სიტყვით გახსნა საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის თავმჯდომარემ აიგულ ისაევამ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანლები იშვიათი ხალხია, რომლებიც სოლიდარობის დღეს აღნიშნავენ. მან აზერბაიჯანელებს სოლიდარობა უსურვა და აღნიშნა, რომ ადამიანების ერთმანეთისადმი მხარდაჭერა აუცილებელია.

ღონისძიების სხვა ნაწილში ცენტრის პედაგოგებს, წარმატებული მოღვაწეობისთვის საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

შემდეგ კი ღონისძიება აზერბიაჯანული, ქართული და ინგლისური სიმღერებით გაგრძელდა. შესრულდა სხვადასხა ცეკვა და მოეწყო პოეზიის საღამო.
მოსულ სტუმრებს ინტელქტურალური თამაშებიც შესთავაზეს.

გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.
სადღესასწაული ღონისძიებას პედაგოგოები, მოწვეული სტუმრები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google