"რაიონი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მარნეულში გაიმართა

29 თებერვალს, მარნეულელმა ახალგაზრდებმა მოკლემეტრაჟაინი ფილმის „რაიონის“ პრეზენტაცია გამართეს.

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ფილმის ნახვა უკვე იუთუბის არხზეცაა შესაძლებელი. ქალაქ მარნეულში გადაღებული ფილმის ძირითადი თემა მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდების ცხოვრების წესია.

ნახევარსაათიან ფილმში ახალგაზრდების კაზინოებში წასვლაზე, ნარკომანიასა და კრიმინალური შემთხვევების შედეგებზე საუბრობენ. ფილმი რეალურ შემთხვევებზეა დაფუძნებული.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისრო ელმარ ხალილოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ისინი ძირითადად ორი ძმის განსხვავებულ ცხოვრებას აჩვენებენ.

ფილმის მიზანი მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებას და ჯანსაღ ცხოვრების დამკვიდრებას გულისხმობს.

ფილმში 7 მოყვარული მსახიობია გადაღებული, 10 ადამიანი კი ეპიზოდებში იღებს მონაწილეობას.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google