პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე სუს-ში დაიბარეს
პარტია „ახალი საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ფუად
გახრამანოვი, 6 ივნისს სუს-შია დაბარებული.
ამის შესახებ ფუად გახრამანოვმა ინფორმაცია რადიო მარნეულთან თქვა.
ამბობს, რომ მას საღამოს საათებში სუს-დან დაუკავშირდნენ და
გამოკითხვაზე დაიბარეს.
„6 ივნისს, 12:00 საათზე სუს-ში დამიბარეს. მიზეზი ვკითხე და მითხრეს,
რომ საკითხი ნარიმან ნარიმანოვს ეხება. მე ვუთხარი, რომ ჩემს ადვოკატს
დავუკავშირდებოდი და პასუხს გავაგებინებდი. ადვოკატთან კონსულტაციის
შემდეგ, სუს-ში წასვლას ვგეგმავ. ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის
შემდეგ ასეთი მოვლენები ხდება" - ამბობს ფუად
გახრამანოვი.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, სუს-ში, ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით,
სრულიად საქართველოს უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხი მირთაგი
ასადოვიცაა დაბარებული.