მარნეულელი პედაგოგი სუს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდა
მარნეულელი ფიზიკის და მათემატიკის მასწავლებელი, ელვირ ჰასანოღლუ, სუს-ში იყო დაბარებული. როგორც თავად ამბობს, მისი დაბარების მიზეზი, 2018 წელს ნარიმან ნარიმანოვთან დაკავშირებთ პოსტის გაზიარება გახდა. ელვირი გამოკითხვაზე 4 ივნისს წავიდა.

"3 ივნისს სუს-დან დამირეკეს. მითხრეს, რომ 4 ივნისს მოდიო. მე მიზეზი ვკითხე, ამიხსნეს, რომ ნარიმანოვის საკითხს ეხებოდა. გამოკითხვის დროს მითხრეს, რომ 2018 წელს ნარიმანოვის შესახებ ფოსტი მაქვს გაზიარებული. კიდევ ვიდეო რგოლი იყო, რომელიც იმავე წელს გუბერნიის მიერ მომზადდა და ჩვენ არ ვიყავით წარმოდგენილი. მკითხეს, ეს რატომ გააზიარეო და მე ვუთხარი, რომ ახლა ჩვენ რაც გვჭირდება, არის მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. მე აღვნიშნე, რომ ადამიანებს არ ვყოფ ეროვნების მიხედვით. ჩემთვის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ერი თანასწორუფლებიანია. ისიც აღვნიშნე, რომ ჩემი სურვილი მსგავსი რაღაცების გაზიარებაა. იმის ჩვენება მინდოდა, რომ აქ ჩვენ ერთად და თანასწორად ვცხოვრობთ"

ელვირ ჰასანოღუ ამბობს, რომ როგორც მასწავლებელი, ნარიმანოვის მოსაზრებს მხარს უჭერს იმიტომ, რომ ის ექიმი და პედაგოგი იყო.

"ისიც აღვნიშნე, რომ მეც ვარ მასწავლებელი და ნარიმანოვი თავის დროზე ექიმი და პედაგოგოი იყო და მაგიტომ მის აზრებს ვუჭერდი მხარს. როგორც მასწავლებელი, ვუჭერდი მხარს. როგორც პოლიტიკოსი და კომუნისტი, არ ვერევი ამ საკითხებში. გამოკითხვაში ესენიც აღვნიშნე"

აღსანიშნავია, რომ 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

ტვ პირველის ინფორმაციით, სუს-ში ასევე დაბარებული იყო მარნეულის მერი, ზაურ დარგალი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები