„კირჩ-მუღანლოს დაკეტვის საშიშროება არ არსებობს“- მარნეულის მერი
„კირჩ-მუღანლოს დაკეტვის საშიშროება არ არსებობს“- ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მარნეულთან საუბრისას მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა თქვა.

მისი თქმით, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის კონტროლს.

ნებისმიერი სოფლის, ქალაქის ან რაიონის დაკეტვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცენტრალური საკოორდინაციო საბჭო ოღებს. საბჭო გახილავს ეპიდემოლოგებთან ერთად თუ რომელი ქალაქი, რაიონი ან უბანი უნდა ჩაიკეტოს. მე წინასწარ არ შემიძლია ამის შესახებ რამე გითხრათ“

მარნეულის მერის თქმით, სოფელი კირეჩ-მუღანლოში მოსახლეობას ტესტირება უტარდება.

„აღსანიშნავია, რომ სოფელ კირეჩ მუღანლოში რამდენიმე ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ იქ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა, მოსახლეობისგან ანალიზები ავიღეთ.
მაქსიმალურად შევეცადეთ , რომ იქ სათანადო ღონისძიებები ჩაგვეტარებინა, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. სამუშაოები აქტიურად გრძელდება


8 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოში კორონავირუს 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფირიცირებულები წითელი ხიდის გამშვები პუნქტის თანამშრომელები არიან. 12 ივნისს კი კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ამავე ოჯახის წევრია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google