საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სომხეთის მიერ ქალაქ განჯის დაბომბვასთან დაკავშირებით პრეს კონფერენცია ჩატარდა

დღეს, 12 ოქტომბერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში პრეს კონფერენცია ჩატარდა.



პრეს კონფერენციაზე აზერბაიჯანულმა მხარემ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი მოვლენებისა და ასევე, სომხეთის ჯარის მიერ სამოქალაქო პირებსა და საცხოვრებელ რეგიონებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ ისაუბრა.

აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ელდარ ბაირამოვმა სომხური მხარე 11 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა და საბრძოლო ტერიტორიიდან მოშორებით მდებარე ქალაქ განჯის დაბომბვის შესახებ ისაუბრა.

ელჩის განცხადებით, სომხეთის ჯარის მიერ საცხოვრებელი პუნქტების დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოქალაქეები გარდაიცვალნენ, მისი განმარტებით, არიან დაჭრილებიც და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. განჯის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 9 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 34.

„წინა პარასკევს მიიღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმი და შაბათს უკვე ამოქმედდა. ამის მერე რაკეტები ჩააგდეს ქალაქ განჯაში და ამის შედეგად ბერვი ადამიანი დაიღუბა. სომხეთის მიერ ჩადენილი ეს ბარბაროსობა არა მხოლოდ ზნეობის, არამედ საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ჩვენც, როგორც საელჩო, ვიფიქრეთ პრეს კონფერენციის სახით მივაწოდოთ ქართულ საზოგადოებას, მედიას, ინფორმაცია ამ ბარბაროსობის აქტის შესახებ და ყურადღება გავამახვილოთ ამ თემაზე“ - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა

ელდარ ბაირამოვის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით, მან საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები