მსოფლიო ამბების მიმოხილვა
ლიბიაში მუამარ კადაფის ვაჟი მოკლეს ლიბიის ქალაქ ზინტანში მოკლეს
ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის ვაჟი, 53 წლის სეიფ
ალ-ისლამ კადაფი. ის საკუთარი სახლის ბაღში იპოვეს. ადვოკატის ცნობით,
თავდამსხმელებმა მკვლელობამდე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გათიშეს.
სეიფ კადაფი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და პრეზიდენტობას
გეგმავდა.
ტრამპი: პუტინმა „ენერგეტიკული ზავის“ პირობა
შეასრულა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ
პუტინმა შეასრულა
პირობა და 25 იანვრიდან 1 თებერვლამდე უკრაინის
ენერგოობიექტებზე შეტევები შეაჩერა. ტრამპმა ამის შესახებ
ჟურნალისტებს 3 თებერვალს განუცხადა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში
მწვავე ენერგოკრიზისი და ყინვაა.
ზელენსკი: რუსეთმა რეკორდული დარტყმით ზავი დაარღვია
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა ამერიკული მხარის თხოვნა
უგულებელყო და 3 თებერვალს ქვეყანაზე „ანტირეკორდული“ მასშტაბის
იერიში მიიტანა. ზელენსკის თქმით, გამოყენებული იყო 28 ფრთოსანი და 43
ბალისტიკური რაკეტა. მისი შეფასებით, რუსეთმა დაარღვია პირობა
ენერგოობიექტებზე თავდასხმების შეჩერების შესახებ.
ა
შშ-ში „შატდაუნი“ დასრულდა აშშ-ის კონგრესმა მხარი
დაუჭირა მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების („შატდაუნის“)
დასრულებას. კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე მოაწერა.
თუმცა, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის კვლავ რჩება უთანხმოება
საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის დაფინანსებაზე, რაზეც მსჯელობა
მომდევნო 10 დღე გაგრძელდება.
აშშ-მა ირანული დრონი ჩამოაგდო არაბეთის ზღვაში
აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებელმა F-35C-მ ირანული დრონი
ჩამოაგდო, რომელიც ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნს“ აგრესიულად მიუახლოვდა.
პარალელურად, ჰორმუზის სრუტეში ირანულმა ძალებმა სავაჭრო ტანკერის
დაკავება სცადეს, თუმცა ამერიკული და ბრიტანული გემების ჩარევის
შემდეგ უკან დაიხიეს.
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა მარკ რიუტე
კიევში უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, პუტინი
შეცდა, როცა ეგონა, რომ დასავლეთი დაიღლებოდა. რიუტემ უკრაინას
PURL-ის მექანიზმით სამხედრო დახმარების დაჩქარება და საჰაერო
თავდაცვის სისტემების მიწოდება აღუთქვა.
აშშ ცენტრალურ აზიასთან კავშირებს აძლიერებს აშშ-ის
საგანგებო წარგზავნილი სერჯიო გორი ყირგიზეთსა და უზბეკეთს ეწვევა. ის
მონაწილეობას მიიღებს B5+1 ბიზნესფორუმში, რომლის მიზანიც აშშ-სა და
ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაა.