404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ბაქოს ცნობით, განჯის დაბომბვის შედეგად 10-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა
აზერბაიჯანის თანახმად, წუხელ მოწინააღმდეგემ კვლავ დაბომბა ქალაქი განჯა, რასაც 10-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხო განცხადება მალევე გაავრცელა სომხურმა მხარემ და მისი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა უარყო.

აზერბაიჯანული გამოცემის, Apa-ს თანახმად, თანახმად, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი განჯა მოწინააღმდეგემ 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე დაბომბა. შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა, ნანგრევებში კი მოქალაქეები მოყვნენ.

ბაქოს ცნობით ნანგრევებიდან 14 ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციის კადრები მედიაში მალევე გავრცელდა. Apa-ს ინფორმაციით, პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის, ქამრან ალიევის თქმით, ბაქო ყველაფერს გააკეთებს, “სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მისაცემად”.

ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრით დაშორებულ ქალაქზე რაკეტის სროლა მხოლოდ სისუსტეზე მიანიშნებს”, – თქვა მან.

17 ოქტომბრის დილით მოქალაქეებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიმართა. მისი თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ფიზულის რაიონის 7 სოფელი და თავად ქალაქი ფიზულიც “გაათავისუფლეს ოკუპაციისგან”.

განჯის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შუშან სტეფანიანმა, რომელმაც უარყო სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლის გახსნა.

აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლების საპასუხოდ, არანაირი ცეცხლი სომხეთის რესპუბლიკის მხერიდან ან სომხეთის შეუარაღებული ძალების მიერ არ გახსნილა აზერბაიჯანის მიმართულებით”, – წერს სტეფანიანი ფეისბუქზე.

გასულ კვირას, მოსკოვში, თითქმის 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად სომხური და აზერბაიჯანული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ცეცხლს შეწყვეტდნენ, რათა ტყვეები და ცხედრები გაეცვალათ. თუმცა, მას შემდეგ, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია