ფაშინიანის მხარდამჭერი აქციის პარალელურად, დემონსტრაციას ოპოზიციაც გამართავს
სომხური “სამშობლოს გათავისუფლების მოძრაობა” მთავრობის მხარდასაჭერი აქციის პარალელურად ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში აქციას გამართავს.

“საბშობლოს გათავისუფლების მოძრაობა მიესალმება სომხეთის სამხედრო გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხახდებას. ჩვენ ვთვლით, რომ უკვე აღარაა საჭირო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ განცხადებები პრემიერ მინისტრის მიერ მიღებული გენოციდური გადაწყვეტილებები და მათი შედეგების შესახებ.

ფაშინიანი ამჟამად ცდილობს, წააქეზოს ჩვენი ხალხი სამოქალაქო დაპისირპირებისა და სისხლის ღვრისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არ აყვნენ რეჟიმის პროვოკაციებს და შეინარჩუნონ თავშეკავება, ასევე, გაერთიანდნენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტორის – არმიის ირგვლივ”, – ნათქვამია ოპოზიციური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების მიერ აქცია ერევნის თავისუფლების მოედანზე 15:00 საათზე გაიმართება.

ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მხარდაჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. იგი ამჟამად ერევნის ქუჩებში მხარდამჭერებთან ერთად გადაადგილდება.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სამხედრო გენერალური შტაბის განცხადებას, დაუყოვნებლივ გადადგეს მთავრობა და პრემიერი, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.

„გენერალური შტაბის განცხადებას ვაფასებ, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მოგიწოდებთ ყველა მხარდამჭერს, გამოხვიდეთ რესპუბლიკის მოედანზე დაუყოვნებლივ“, – დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკის გვერდზე .

გენერალური შტაბის განცხადებას წინ უძღოდა ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დათხოვნა.

„პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ვერ იღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს ამ მეტად კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში. არმია ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ისევე როგორც ხალხი არმიის გვერდით“,
– ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები