ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 647 შეადგინა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 372 ადამიანი, რაც
გუშინ დილის მონაცემზე
23-ით მეტია.
COVID-19-ის ინფექციის შედეგად საქართველოში 11 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდის, Stopcov.ge-ს მიხედვით,
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4 373 ადამიანი იმყოფება, 386-ს კი
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.