404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
პირბადის ტარება COVID-19-ის გავრცელებას აფერხებს
COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს.
პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის გამოყენებასთან ერთად, აუცილებელი ხელების ჰიგიენის და სოციალური დისტანციის დაცვაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. პირბადის გამოყენება აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც შეუძლებელია მინიმალური სოციალური დისტანციის დაცვა (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში).

პირბადე სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების შეიძლება იყოს. რეკომენდებულია, რომ სამედიცინო პირბადეები ატარონ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სიმპტომების მქონე ადამიანებმა და იმ ადამიანებმა, ვინც კონტაქტში იმყოფებიან სიმპტომიან ან ინფიცირებულ პირებთან. ასევე, მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებმა: 60 წელს ზევით ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. ხოლო ჯანმრთელმა/უსიმპტომო ადამიანებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც სოციალური დისტანცირება შეუძლებელია, რეკომენდებულია გამოიყენონ სამედიცინო ან ნაჭრის პირბადეები.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) თანახმად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენება, როგორც წესი, COVID-19-ის გავრცელებას უშლის ხელს.

CDC-ის თანახმად, ნიღბები არ უნდა ატარონ 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა, პირებმა, ვისაც სასუნთქი გზების დაავადები აქვთ, ქმედუუნაროა ან უგონო მდგომარეობაშია.

ერთი და იმავე პირბადის რამდენჯერმე გამოყენება ან არასწორად გამოყენება შესაძლოა, ინფიცირების წყარო გახდეს. ამიტომ აუცილებელია პირბადის სწორად გამოყენება:
• პირბადე ერთჯერადად უნდა გამოიყენოთ; მრავალჯერადი მოხმარების (ნაჭრის) ნიღაბი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს.
• პირბადე ცხვირისა და პირის მიდამოებს უნდა ფარავდეს და სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული;
• პირბადის გაკეთებამდე და პირბადის მოხსნის შემდეგ, ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ, ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;
• არ უნდა შეეხოთ პირბადის წინა მხარეს, შეხების შემთხვევაში კი ხელები დაიბანეთ ან დაიმუშავეთ სპეციალური ხსნარით.


პირბადის გამოყენება უსაფრთხოა!

პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარების რეკომენდაციას და ვალდებულებას, პირბადის მავნებლობაზე ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა. მაგალითად, „პირბადის ხანგრძლივად ტარება იწვევს სისხლში ჟანგბადის უკმარისობას და ჯანმრთელობისთვის საშიშია“. 

COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო პირბადის ტარებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეების ხმარება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამ ტიპის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს და პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ნაჭრის ან სამედიცინო პირბადეს ატარებენ, ჯანმრთელობისთვის მავნე ოდენობის ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის საშიშროების ქვეშ არ არიან.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რესპირატორების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება შეექმნას.


ავტორი: თეონა აბსანძე


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია