მარნეულის ბიუჯეტის შემოსავლები 42 640 ლარით გაიზარდა
მარნეულის ბიუჯეტის შემოსავლები 42 640 ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 სექტემბერს, საკრებულოსს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახური უფროსმა, ვუგარ მამედოვმა თქვა, ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში გარკვეული შემოსავლების ხარჯზე გაზარდეს. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ჯამში 40 920 000-მდე ლარია.

„115 000 ლარიდან ჩვენ შევამცირეთ საკრებულოს არაფინანსური აქტივებიდან 3 000 ლარი. მერიის სხვადასხვა მიმდინრე ხარჯებდან 4 000 ლარი, მერიის არაფინანსური ზრდის მუხლიდან 5 000 ლარი, სამხედრო განყოფილების სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან 2 000 ლარი, გარე განათების არაფინანსურიდან ეკონომია დარჩა 10 000 ლარი, საზოგადოებრივი სივრცის საქონელთა მომსახურეობის მუხლიდან 10 000 ლარი. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ბიუჯეტში გვქონა 40 000 ლარი გათვალისწინებული მარნეულის ცენტრალური პარკის „კიდევაც დაიზრდებიანის“ ტერიტორიის დაცვის მომსახურებისთვის, თუმცა ხელშეკრულება 30 000 ლარზე გაფორმდა და 10 000 ეკონომია დარჩა. კულტურული დაწესებულებიდან 3 000 ლარი ამოვიღეთ ეკონომია, კერძოდ კი მერაბ კოსტავას ძეგლის სამუშაოებზე დარჩა ეკონომია. კულტურული ღონისძიებებიდან, რომელიც პანდემიის გამო ვერ განხორციელდა 25 000 ლარი გვაქვს. რელიგიის სუფსიდირების მუხლიდან 4 000 ლარი (მეჩეთების ელექტროენერგიის ხარჯი), ტელევიზიის მომსახურებიდან 360 ლარი დაგვრჩა ეკონომია და ა.შ“ - თქვა ვუგარ მამედოვმა

დღეს საკრებულოს სხდომაზე სულ 5 საკითხი განიხილეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის, დასახლებული ტერიტორიების დასუფთავების, სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთები და სხვა. ხუთივე საკითხზე დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება.

საკრებულოს სხდომა შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

Print