მიკვლევადობის პრონციპი და პროდუქციის ეტიკეტირება მომხმარებელს სურსათისმიერი დაავადებებისაგან იცავს
"აქტუალური თემა" - ვსაუბრობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმების ფარგლებში ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობის შესახებ სურსათის უვნებლობის მიმართ. 

DCFTA-ს ფარგლებში ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მიმართ რიგი ღონისძიებების გატარება უწევთ, მაგალითად ხორცის რეალიზაციის დროს საჭიროა, რომ მას თან ახლდეს ფორმა N2 და უნდა იყოს სასაკლაოს ვეტერინარის მიერ ნიშანდებული, სხვა შემთხვევაში კი რეალიზატორი საქართველოს კანონის თანახმად 1 000 ლარით დაჯარიმდება. ესაა ერთ-ერთი იმ რეგულაციათაგან, რომელიც ბიზნეს ოპერატორებს ეკისრებათ.

დღევანდელ გადაცემაში ჩვენი სტუმარი იქნება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორების“ კონსულტანტი მაია ბერუაშვილი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა, მიკვლევადობის პრინციპი , ბიზნესოპერატორის რეგისტრაცია/აღიარება და ეტიკეტირება.

უფრო ვრცლად მოუსმინეთ გადაცემის ჩანაწერს.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები