რძის პროდუქტების წარმოება ახალ რეგულაციებს საჭიროებს


„აქტუალური თემა“ - ვსაუბრობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა - DCFTA და კანონმდებლობითი ცვლილებები რძის ნაწარმის პროდუქციაში.

აღსანიშნავია, რომ რძის ნაწარმი მაღალი რისკის პროდუქტების ჩამონათვალში შედის და შენახვის განსაკუთებულ მეთოდებს საჭიროებს. მარნეული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ათობით დახლს შეამჩნევთ, სადაც რძის ნაწარმი არასათანადო პირობებში იყიდება და მის უსაფრთხოებაში მხოლოდ ვიზუალური შემოწმებით კმაყოფილდებიან.

ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, რომელიც იმ რეგულაციების შესახებ, რაც რძის ნაწარმზე 2019-2020 წლებში უნდა ამოქმედდეს და ბიზნეს ოპერატორებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

რძის ნაწარმის პროდუქტები აუცილებლად ჯანმრთელი პირუტყვის რძისგან უნდა აწარმოონ, დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც თავის მხრივ, კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას გულისხმობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაცია საქონლის საკვებით დაწყებული და დისტრიბუციით დამთავრებული, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. აქამდე ამ ტექნიკური რეგლამენტის დაცვა მხოლოდ დიდ საწარმოებს ეკისრებოდათ.




Print