404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
დარღვევების ფონზე ჩატარებული არჩევნები მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველ არჩევნებზე პოლიტიკური დაძაბულობით გამოირჩევა და ადგილობრივი მედია საშუალებების გარდა, ცენტრალური მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. არც 2018 წლის ნოემბერში გამართული არჩევნები იყო გამონაკლისი.

პოლიტიკური დაძაბულობის, ზეწოლის, დაპირისპირებისა და მუქარის ქვეშ არაერთი, ჟურნალისტი, ჩვეულებრივი ამომრჩეველი თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი მოექცა.

სოფელ ყიზილაჯლოში, N89 უბანზე, რადიო მარნეულის ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს რადიოს ჟურნალისტებზე ზეწოლის ერთადერთი შემთხვევა არ არის მსგავსი ფაქტები სოფელ იმირში, არაფლოსა და ქალაქ მარნეულშიც მოხდა.

„გამჭვირვალობა საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩვნების საბოლოო ანგარიში უკვე წარადგინა, სადაც მარნეულის ერთ-ერთ უბანია აღწერლი. საქმე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ეხება. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მარნეულის მე-4 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს სთხოვდნენ, რომ ხმა ზურაბიშვილისთვის მიეცათ, რასაც ადასტურებს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი, ის ყვება თუ როგორ აუხსნა თავის გამგეს, რომ ის თელავშია რეგისტრირებული და იქ უნდა მისცეს ხმა.

გარდა ამისა, მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე ადამინების ხელმეორედ ხმის მიცემის ფაქტებიც დაფიქსირდა. მეგიც- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს #49 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას იხოვდა, ვინაიდან უბანზე სავარაუდო გაყალბების რამოდენიმე ფაქტი დააფიქსირა, თუმცა უბნის დახურვის საჭიროება ვერ დაინახა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ გადაცემის ჩანაწერს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია