„აქტუალური თემა“ - მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკა და მისი გამოწვევები
მუნიციპალიტეტების სოციალური პოლიტიკა არაა მხოლოდ სოციალური პროგრამაები . იგი მოიცავს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიმართ მუნიციპალიტეტის დამოკიდებულებას, რომელშიც შედიან ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელბი, სოციალურად დაუცვალი პირები და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები.

მარნულის მუნიციპალიტეტში ბოლო თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა პროექტი "სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებისთვის" რომელიც "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა" და "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისის" მიერ ხორციელდებოდა.

პროექტის მიზანს, სოციალური პოლიტიკის შემუშავებისათვის, სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის აღდგენა წარმოადგენდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები ორიენტირებულია ერთჯერად დახმარებებზე, და არა იმ სერვისებზე, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ ნაწილს ასევე წარმოადგენს ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება. რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და ახლა მხოლოდ საკრებულოს მიერ დამტკიცებას ელოდება რათა ამოქმედდეს.

სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით, ჩვენ გავესაუბრეთ "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარე ოლგა ენდელაძეს, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისის" კოორდიანტორ მარიამ სამხარაძეს, მარეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტს მარიამ ტყეშელაშვილსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის ცენტრის, უსინათლოთა კურატორს მარნეულის რაიონში სურიკ ჩიჩიანს.

გადაცემის სრული ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ფეისბუქის პირდაპირი ეთერის მეშვეობით, ქვემოთ მოყვანილ ლინკზე.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები