რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი იწყება

სამხარეო განვითარების ასოციაცია  და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.


 

 

რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება.  

თუ ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პროექტში,  რა სარგებელს მოუტანს ამ პროექტში მონაწილეობა მარნეულელ ახალგაზრდებს და რა არის მისი ძირითადი მიზანი ამ კითხვებზე საპასუხოდ ჩვენთან გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრად იმყოფებოდა სამხარეო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული მიმართულების ხემძღვანელი რევაზ ჯაველიძე.

პროექტის ფარგლებში, ჟიურის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული 3 ბიზნეს პროექტი დაჯილდოვდება 10 000, 8 000 და 6 000 ლარის ოდენობის საგრანტო თანხით. პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.


პროექტში მონაწილეობის მსურველებმა  რაისტრაცია მითითებულ ბმულზე უნდა გაიაროთ.

ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ ფეისბუქ ლაივს. 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები