სიახლე
„აქტუალური თემა“ - ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და გადამუშავება მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ისევე როგორც საქარველო ყველა მუნიციპალიტეტმა, 2019 წლის 1 თებერვლიდან ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის ვალდებულება აიღო.

სეპარირებული შეგროვების სისტემის მიხედვით, ქალაქში უნდა შექმნილიყო სპეციალური ადგილები სადაც მოსახლეობა პლასტმასის, შუშის, ქაღალდისა და ორგანულ ნარჩენებს ცალ-ცალკე მოათავსებდა.

მარნეულის მერიამ შეიმუშავა ორგნაული ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, რომელშიც სეპარირებისა და გადამუშავების საკითხებიცაა შესული. "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარის თქმით, ნარჩენებთან ბრძოლა და სეპარირებული შეგროვების ეფექტური ფაწყება სწორედ სამოქმედო გეგმებზე და მათ ბიუჯეტთან მჭიდრო კავშირზეა დამოკიდებული.

გადაცემა "აქტუალური თემის" სტუმრები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი ირინე მაჭარაშვილი. შპს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორის მოადგილე იოსებ ჯიყაშვილი და "მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

გადაცემის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓




გადაცემის ვიდეო ვერსიის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓



რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია