მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში კანდიდატები შვილის არყოლის გამო დაიწუნეს




მარგარიტა მისკერიანი მარნეუილის ბაგა-ბაღების გაერთიანებას  დისკრიმინაციაში ადანაშაულებას. მან რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სოფელ დამიას სკოლამდელი მზაობის ცენტრში ქართული ენის პედაგოგად არ აიყვანეს. მიზეზად ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების არქონა დაუსახელეს. 18 წლის მარგარიტა ამბობს, რომ ბაღების გაერთიანებაში გადაწყვეტილება სამსახურში მიღების თაბაზე შვილების ყოლა-არყოლამ განაპირობა. სამუშაოს დაწყების მსურველ სამივე კანდიდატს, სხვამხრივ, ფაქტობრივად, ერთნაირი მონაცემები ჰქონდა.

„გასაუბრებაზე რომ მივედი, ზაურ ქარამოვი (ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, რედ.) და მეთოდისტი დამხვდა. მეთოდისტმა მკითხა, შენ ბავშვი გყავს? ვუთხარი, რომ არ მყავს და მერე მკითხა, რას ფიქრობ ბავშვებთან მუშაობა როგორიაო. ვუთხარი, არც ძნელია და არც ადვილი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია-თქო და გაეცინა. მერე მეთოდისტმა მითხრა, ძალიან კარგია ქართული რომ იცი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და უპირატესობა მივანიჭეთ კანდიდატს, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავს“.

სოფელ დამიას სკოლამდელი მზაობის ცენტრში ქართული ენის პედაგოგად მუშაობას სამი შვილის დედა, ანჟელა კარახანიანი დაიწყებს. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, რომ სამუშაოდ „ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს“.

„პირობები ყველასთვის ერთი იყო, A2 დონეზე ქართული ენის ცოდნა. ერთი უპირატესობა ის იყო, რომ იმ ქალს ბაშვები ჰყავდა და გამოცდილება ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობის. დანარჩენები იყვნენ ისეთები, ვისაც სკოლა გასულ წელს ჰქონდათ დამთავრებული“

ქარამოვის თქმით, დწუნებული კანდიდატები სარეზერვო სიაში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ანჟელა მათ მოლოდინს ვერ გაამართლებს, ჩანაცვლება მოხდება. ქათული ენის პედაგოგს გამოსაცდელი, ექვსთვიანი ვადა მისცეს.

რადიო „მარნეულმა“ ფაქტის შესაფასებლად უფლებადამცველებს მიმართა. აზალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკა პავლენიშვილი არსებულ ვითარებას დისკრიმინაციად მიიჩნევს.

„პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მობპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. ამ შემთხვევაში ანალოგიური მდგომარეობა იმასაც, რომ შვილები ჰყოლოდა, ამისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა, ანუ ერთ-ერთისთვის, ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ სიტუაციაში იქნებოდნენ სამივენი, მაგრამ ეს იყო განსხვავებულ მდგომარეობაში. უპირატესობა მიანიჭეს, იმის გამო, რომ შვილი ჰყავს. მიმაჩნია, რომ არის დისკრიმინაცია, ვინაიდან, შვილების გამო მიანიჭეს უპირატესობა. მაგ კუთხით გამოდის, რომ ყველა უშვილო ადამიანი შეიძლება დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თანაბარი მოპყრობის პრინციპი დაირღვა ამ შემთხვევაში“

სოფელ დამიას სკოლამდელი მზაობის ცენტრს წელს 17 აღსაზრდელი ჰყავს. ქართული ენის ახალი მასწავლებელი საქმიანობას ოქტომბრიდან შეუდგება.

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები