აქტუალური თემა- გენდერული თანასწორობა სკოლის მერხიდან
ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას სკოლიდანვე მიეწოდოს ინფორმაცია მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის, თანაბარი შესაძლებლობების, თანაბარი უფლება-მოვალეობების და თანაბარი შანსების შესახებ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

გენდერი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბავშვს ასწავლის თანამშრომლობის წესებს და ერთი სქესის პატივისცემას მეორის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, სასკოლო პერიოდში გააცნობიეროს ბავშვმა გენდერული საკითხები, როდესაც მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდება. ამაში მას შეიძლება დაეხმაროს სკოლა, მასწავლებელი.

აუცილებელია თვით მასწავლებლები ერკვეოდნენ ამ საკითხებში კარგად, შორს იყვნენ სტერეოტიპებისგან და სწორი ფორმით მიქონდეთ ეს საკითხები მოსწავლეებამდე. იქ, სადაც მასწავლებელს მყარად აქვს გამჯდარი სტერეოტიპი, მდგომარეობა უფრო რთულია, მაგრამ თუ პედაგოგი ადეკვატურად იქნება მომზადებული, იგი ვეღარ მოახდენს უარყოფით გავლენას მოსწავლეებზე და ვერ ჩამოუყალიბებს მცდარ შეხედულებებს.

სწორედ ამ საკითხების შესახებ იქნება ჩვენი გადაცემა.
სტუმრები : ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი მაკა მენთეშაშვილი და სოფელ წერეთლის აქტიური მოსწავლე ედგარ მაზმანიანი






გადაცემა დაფინანსებულია ევროპის ახალგაზრდული ფონდის მიერ, პროექტის "გენდერი ფოკუსში" ფარგლებში



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები