"აქტუალური თემა" - მარნეულის შშმ პირთა საბჭო
მარნეულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბჭოს პირველი სხდომა 14 თებერვალს გაიმართა. საბჭო 9 წევრისაგან დაკომპლექტდა რომელთა შორისაც შშმ პირები, შშმ ბავშვების მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები არიან.

შშმ პირთა საბჭო რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს. საბჭო რეკომენდაციებს მარნეულის მერს ზაურ დარგალს წარუდგენს, მერმა კი უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა მათ რჩევას.

გადაცემაში მოუსმენთ თუ რა როლი აქვს შშმ პირთა საბჭოს, რა საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რა ძირითადი გამოწვევებია მოსალოდნელი მის ფუნქციონირებაში და როგორ ხედავენ მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მის განვითარებას.

სტუდიაში სტუმრად არიან მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, არასამთავრობო ორგანზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე ნანა ლომაძე.

გადაცემის აუდიო ვერსიის მოსმენა შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓



გადაცემის ვიდეო ვერსიის ყურება შეგიძლიათ ამ ბმულზე ↓



რადიო "მარნეული"




Print