მთავრობა შენობების ადაპტირებისთვის საკუთარი თავისთვის მიცემულ 5 წლიან ვადას 15 წლით იხანგრძლივებს
41- ე დადგენილების შესახებ პირველად 2014 წელს გავიგეთ, როცა ის ამოქმედდა იმისთვის, რომ ყველა აშენებული თუ მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა მისაწვდომი გამხდარიყო სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანისთვის. ეს უნდა მომხდარიყო დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში. 5 წლის თავზე, ჩვენ ვიგებთ რომ კანონი ვერ შესრულდა და ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ახლა უკვე ეტაპობრივად, 15- წლიან ვადაში იგეგმება.

შეიძლება ითქვას, რომ, დღემდე მარნეულის მუნიციპალიტეტში შენობების უმრავლესობა შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არაადაპრიებულია. აფთიაქები, საჯარო სივრცეები, კვების ობიექტები ეს იმ შენობობების არასრული ჩამონათვალია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებლად მისვლა უჭირთ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამაშვილი ფიქრობს, რომ , პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, სადაც 15 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შესასრულებელი ცვლილებებია გაწერილი, არის ფუნდამენტური რეფორმების დაწყების შესაძლებლობა და პროგრესული კანონი, რომელიც საპარლამენტო ცხოვრების ისტორიაში მიიღეს. ამბობს, რომ 2020 წლის ბოლომდე შეიქმნება შესაბამისი კომიტეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს პრემიერ მინისტრი. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დანერგოს სოციალური მოდელი და შეცვალოს შშმ პირის სტატუსის დამდგენი პროცედურებიც კი.

“განისაზღვრება სახელისუფლებო შტოებისა და ორგანოების კომპეტენციები და ვალდებულებები. მათ შორის, ეროვნული სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავების დონეზე, რაც მათ შორის ნიშნავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას, აწესრიგებებს ქონების ადეკვატური პირობების შექმნისა და სათემო სერვისების განვითარების ვალდებულებებს, იცავს შშმ პირებს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციისგან, აღიარებს ჟესტურ ენას და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მისი განვითარების შესახებ და ა.შ.“

ჩამოთვლილი ცვლიბები რომ საჭიროა ამაზე თემი არ დავობს, თუმცა რამდენად მოახერხებს მთავრობა რომ საკუთარი თავის წინაშე დასმული ამოცანებს მის მიერვე გაწერილ დროში მიაღწიოს ეს თემში ეჭვებს ბადებს, რის საფუძველსაც უკვე ვადაგასული 41 -ე დადგენილებაც იძლევა.

“ ადამიანის ბუნებაა ასეთი, თუ იცის, რომ 15 წლიანი ვადა აქვს, არაფერს გააკეთებს ახლა და შეიძლება მეთხუთმეტე წლის დასაწყისში რამე დაიწყოს. მერე აღმოაჩენს, რომ თუმე ერთი წელი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ რაღაცა შეცვალოს და მერე კიდევ მოხდება ამ ვადების გადაცილება და დარღვევა. “

ესმა გუმბერიძე, სახალხო დამცველთან არსებულ იმ საბჭოშია, რომელიც მეთვალყურეობას უწევს, რამდენად ცდილობს ქვეყანა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პრინციპების დანერგვას.

ის შიშობს, რომ იმ შემთხვეაში, თუ 15 წლიანი გეგმის შესრულების პროცესს ეტაპობრივად არ შეამოწმებენ, კანონი ისევ ჩავარდება და შესაძლოა, ამ თხუთმეტწლიანი ვადის გადაწევა ისევ მოგვიწიოს. მისი აზრით, არაფერი გამოვა თუ ეს არ იქნება პატარ-პატარა ნაბიჯებად გაწერილი და შემოწმებული თუ რას აკეთებს კონკრეტული შენობის ადმინისტრაცია იმისთვის, რომ მას თავისუფლად შესვლა შეძლოს შეზღუდული შესაძლებლობის პირმა.

„აუცილებელია სტანდარტის დამტკიცება, რომლითაც ჩვენ ამ ადაპტირებას ვაკეთებთ. ყველა ქვეყანაში ეს პროცესი არის ეტაპობრივი და თითოეული ნაბიჯები გაწერილია. ამიტომაა აუცილებელი სახელმწიფომ ჩაშლილად გააკეთოს და რაღაც ინდიკატორები აჩვენოს, თუ რა კეთდება“, - ამბობს ესმა გუმბერიძემ

მარნეულის მერიის შენობა არაერთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი, როგორც მხოლოდ ნაწილობრივ ადაპტირებული საჯარო დაწესებულებაა. სადაც ერთადერთი ეტლითმოსარგებლე პირია დასაქმებული, რომელიც შენობის პირველ სართულზე მუშაობს. მას ისევევ, როგორც სხვა ეტლით მოსარგებლე პირს შენობის მეორე, მესამე ან მეოთხე სართულზე დამოუკიდებლად მოხვედრა არ შეუძლია. ანუ იქ, სადაც ძირითადი სამსახურები და საკონფერენციო დარბაზებია.
დღემდე არც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას შეუსრულებია 2014 წელს დაკისრებული ვალდებულება. შშმ პირები დამოუკიდებლად ვერ ესწრებიან ისეთ მნიშვნელოვან განხილვებს, როგორიცაა საკრებულოს, სხდომა, თათბირები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.



„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას“ აღმასრულებელი დირექტორი გუნა ბიბილეიშვილი გვეუბნება, რომ მნიშველოვანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეექმნათ ხელსაყრელი პირობები სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისთვის, რასაც ერთ მხრივ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებაც გვავალდებულებს.

„მაინც დიდი ლობირება გვჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც იმ 15 წელიწადში იქნას მიღწეული დასახული მიზანი. ჩვენი ორგანიზაცია 1995 წელს შეიქმნა და პრობლემები მაშინ რასაც ვაყენებდით, როდესაც ახლადშექმნილი ორგანიზაცია ვიყავით და ვსაუბრობდით ინფრასტრუქტურის პრობლემაზე, ეს მწვავეა. უამრავი ოჯახია, რომელიც „შინაპატიმრობაში“ რჩება იმიტომ, რომ კიბეებიც კი არ არის ადაპტირებული ბევრგან. საწყენია ამდენი დრო რომ სჭირდება, მაგარმ გამოსავალი მეტი არ არის.”

ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, გონივრული მისადაგების პრინციპის პატივისცემასა და სამუშაო ადგილზე შშმ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ეთმობა, რომლის შესრულებაც საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს.

კანონპროექტის მიხედით, ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური (ტექნიკური) მიზეზების გამო, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ალტერნატიული გზები შშმ პირთათვის ამ ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ახალი ნაგებობები კი, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.

ფაქტი ერთია, თხუთმეტწლიანი ეტაპობრივი ვადის შემთხვევაში, ადგგილობრივ თვითმმართველობებს საკუთარ თავზე ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. . 2021 წლის 1 იანვრამდე კი საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება შესასრულებელი ვადების მითითებით.


Print