„აქტუალური თემა“ - გენდერი და წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
13:57 / 23.11.2020
მარნეულის სოფლების ნაწილს სასმელი წყალი დღემდე არ მიეწოდება.
იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც სასმელი წყალი გაყვანილი არაა, წყალს
ძირითადად სოფლის ცენტრებში არსებული წყაროებიდან იღებს. წყაროებზე
ყოველთვის ხალხმრავლობაა იქ შეკრებილი ადამიანების უმეტესობა კი, ვინც
სასმელ წყალს აგროვებს, ქალია.
გადაცემის სტუმრები არიან მარნეულელი აქტივისტი გულგუნ მამედხანოვა,
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკაია და
მარნეულში WaSH საბჭოს ლიდერი ნონა სამხარაძე.
გადაცემაში ვისაუბრებთ თუ რამდენადაა ერთმანეთთან დაკავშირებული
უწყლობა და გენდერი. ასევე, თუ რა ზიანს აყენებს სასმელი თუ ტექნიკური
წყლის არარსებობა ქალის განვითარებას.