„აქტუალური თემა“ - რა გააკეთა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე მომუშავე მოქალაქეთა ჯგუფმა მარნეულში
„WASH საბჭოები“ შვიდ მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან შეიქმნა, მათ შორის მარნეულშიც. 2019 წელს ჯგუფი გადახალისდა და თვითმმართველობის წარმომადგენლებით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებით და აქტიური მოქალაქეებით დაკომპლექტდა.

საბჭომ გამოაცხადა საგრანტო კინკურსი. კონკურსის მიზანი საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში (დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი) სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

გადაცემის სტუმრები არიან მარნეულის WASH საბჭოს წევრები სალომე ქირია და ლევან გაბაძე და WASH პროექტის მენეჯერი ანა ინასარიძე.

საბჭოს ფუნქციონირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად მოუსმინეთ გადაცემას




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები