მარნეულის ამბულატორიებში არსებული მდგომარეობა და პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის ამბულატორიაში თითქმის ერთი თვეა მოსახლეობას უბნის ექიმი არ ჰყავს. უექიმობამ სოფელში ბევრი პრობლემა შექმნა მითუმეტეს პანდემიის პერიოდში, როდესაც უბნის ექიმს ადამიანის ჯანმრთელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია. მარნეულის მუნიციპალიტეტის მაშტაბით 84 სოფელი, სადაც მხოლოდ 13 ამბულატორია ფუნქციონირებს, ოჯახის ექიმების რაოდენობა კი 42-ია.

გადაცემაში ვსაუბრობთ მარნეულის ამბულატორიებში არსებულ ვითარებაზე და ზოგადად პირველად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე.

გადაცემის სტუმრები არიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი/მკვლევარი, მარიამ გაბრიელაშვილი, სამოქალაქო აქტივვისტი სამირა ბაირამოვა და გარემოსდაცითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კონსულტანტი სიმონ გაბრიჭიძე.

ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:





Print