კორონავირუსის გავლენა სოფლის მეურნეობაზე - აქტუალური თემა
15:13 / 22.03.2021
კორონავირუსის გავრცელებამ თითქმის ყველა სფეროს შეუქმნა პრობლემა და
ბევრმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა სამუშაო ადგილი, რამაც
მოსახლეობაში ფინასნური კრიზისი გამოიწვია.
ერთ-ერთი სფერო, რომელმაც პანდემიის გამო დიდი დარტყმა მიიღო სოფლის
მეურნეობაა. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების შეზღუდვისა და სრული
კარანტინის პერიოდში, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში, ფერმერებს
უფლება ჰქონდათ მიწის ნაკვეთებამდე შეუფერხებლად გადაადგილების,
დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ მაინც შეუქმნეა პრობლემები. ფერმერების
ნაწილი საჭირო შხამ ქიმიკატების შეძენას ვერ ახერხებდა რის გამოც მათი
პროდუქციის მოყვანაც გაძნელდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში,
მოსახლეობის ნაწილმა კვლავ სოფელში დაბრუნება და სხვადასხვა სახის
მეურნეობის გაძღოლა გადაწყვიტა.
რადიო „მარნეულის“ გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრებთან, USAID ზრდა
საქართველოში პროექტის ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძესთან და სოფლის
განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს
ლაშა შალამბერიძესთან ვსაუბრობთ თუ რა პრობლემების წინაშე დადგა
სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობა და რა სერვისებს სთავაზობდა
მათ სახელმწიფო.