კორონავირუსის გავლენა სოფლის მეურნეობაზე - აქტუალური თემა
კორონავირუსის გავრცელებამ თითქმის ყველა სფეროს შეუქმნა პრობლემა და ბევრმა ადამიანმა დროებით ან სამუდამოდ დაკარგა სამუშაო ადგილი, რამაც მოსახლეობაში ფინასნური კრიზისი გამოიწვია. ერთ-ერთი სფერო, რომელმაც პანდემიის გამო დიდი დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობაა. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების შეზღუდვისა და სრული კარანტინის პერიოდში, 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში, ფერმერებს უფლება ჰქონდათ მიწის ნაკვეთებამდე შეუფერხებლად გადაადგილების, დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ მაინც შეუქმნეა პრობლემები. ფერმერების ნაწილი საჭირო შხამ ქიმიკატების შეძენას ვერ ახერხებდა რის გამოც მათი პროდუქციის მოყვანაც გაძნელდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის ნაწილმა კვლავ სოფელში დაბრუნება და სხვადასხვა სახის მეურნეობის გაძღოლა გადაწყვიტა.

რადიო „მარნეულის“ გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრებთან, USAID ზრდა საქართველოში პროექტის ხელმძღვანელ ქეთი ჭუმბურიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლაშა შალამბერიძესთან ვსაუბრობთ თუ რა პრობლემების წინაშე დადგა სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობა და რა სერვისებს სთავაზობდა მათ სახელმწიფო.

გადაცემის ყურება შეგიძლიათ აქ ↓

გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ აქ ↓
MarneuliFM · კორონავირუსის გავლენა სოფლის მეურნეობაზე - აქტუალური თემა


რადიო "მარნეული"
Print