საზოგადოება
ყველაფერი ვაქცინაციის შესახებ - „აქტუალური თემა“
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მარნეულში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირველი ვაქცინა 17 მარტს გაუკეთეს, მაგრამ პროცესი მხოლოდ ორი დღე გაგრძელდა. 18 მარტის შემდგომ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ვაქცინა, აპრილის დასაწყისამდე, არავის გაუკეთებია.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდიანრეობს პირველი ეტაპის აცრები, მაგრამ მოსახლეობაში ვაქცინაციის პროცესისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია. განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მარნეულელ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსაც.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში აცრის პროცესი აპრილის პირველ კვირას განახლდა. ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანია აცრილი. იმის დადგენა, მათგან რამდენია მარნეულელი, ფაქტობრივად შეუძლებელია. სპეციალურ პორტალზე, სადაც მოქალაქეები რეგისტრირდებიან, ნებისმიერი კლინიკის და ქალაქის არჩევაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, 55 წელზე მეტი ხნის ადამიანებსაც შეუძლიათ. მარნეულში აცრილთა უმეტესობა ასაკოვნები არიან.

გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრებთან კლინიკა ნეოლაბის დირექტორ ალერგოლოგ-იმუნოლოგ გიორგი კამკამიძესთან და მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურ დირექტორ ტატა შენგელაიასთან ერთად ვსაუბრებთ, თუ რა არის კორონავირუსის ვაქცინა, რა პრინციპით მზადდება ის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ეპიდემიის დასამარცხებლად და როგორი პრინციპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.

გადაცემის ყურება შეგიძლიათ აქ↓

გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ აქ↓
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია