COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მითები და ფაქტები - აქტუალურ თემა
კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველოში მრავალი მითი გავრცელდა, ვაქცინის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კი მოსახლეობის ნაწილი სწორედ ამ მითებით ხელმძღვანელობს. გადაცემების ციკლის „ყველაფერის COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ“ ბოლო გადაცემა სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებსა და ფაქტებს ეხება.

გადაცემის სტუმარია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კომუნიკაციის ჯგუფის ხელმძღვანელი მარინა თოფურიძე.

გადაცემები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით მზადდება.

რადიო "მარნეული"
Print