სკოლამდელი განათლება პანდემიის პირობებში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. კორონავირუსის  გამო, 8 ნოემბრის მონაცემებით, ერთი ბაღი და სამი ცალკეული ჯგუფია დახურული.

მარიამ ქევლაძის ექვსი წლის ალექსანდრე და ოთხი წლის ლაზარე, საბავშვო ბაღში ორ კვირაზე მეტია არ დადიან. სააღმზრდელო დაწესებულებაში სიარული კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევვების გამო ვერ შეძლეს. ბაღი გაიხნა, თუმცა დედას ბავშვების წაყვანა, ჯერჯერობით, ისევ ეშინია.

მარიამი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვების ქცევა შეიცვალა. ძალიან დიდი ენერგია და დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ალექსანდრეს და ლაზარესთვის კორონავირუსით გამოწვეული სტრესი შეემსუბუქებია.

სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის მნიშვნელოვანი წინაპირობა ვაქცინაციაა. მარნეულის სააღმზრდელო დაწესებულებებში პერსონალთა დაახლოებით 45 %-ია აცრილი.

რა გავლენა აქვს კორონავირუსს ბავშვთა ფსიქოლოგიაზე, რა მიდგომები უნდა არსებობდეს პანდემიისას, რა გეგმა აქვს მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას -  ამ თემებზე გადაცემა "აქტუალურ თემაში" ვსაუბრობთ  ფსიქოლოგთან, ადრეული და ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან, ცირა ბარქაიასთან, მშობელთან, მარიამ სამხარაძესთან და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან, ზაურ ქარამოვთან.

ვრცლად:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები