მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას შშმ პირებისადმი ერთიანი მიდგომა - აქტუალური თემა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ეტაპზე მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავებაზე. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 22 ნოემბერს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შშმ პირებს დაურიგა სამგზავრო ბარათები, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტით ისინი უფასოდ იმგზავრებენ. რადიო „მარნეულს“ ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მერია ახალ მუშაობს ახალ პროგრამაზე შშმ პირთა მიმართულებით და ამის გამო ისინი ვერ აკეთებენ განცხადებას, თუ რა სერვისების მიღება შეუძლიათ შშმ პირებს მერიაში.

გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრებთან პლატფორმა „სალამის“ წევრ აიჰან ჰასანლისთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისის მთავარ სპეციალისტ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ქვემო ქართლში ირმა მჭედლიძესთან ერთად განვიხილავთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ პირები და რა ევალება ადგილობრვ თვითმმართველობას.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები