ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ დასაქმდა - როგორ უნდა გაუმჯობესდეს საჯარო ტრანსპორტი მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოჯორნი მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდებარეობს. დასახლებას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს და სხვა პრობლემებთან ერთად ძირითად გამოწვევად საჯარო ტრანსპორტის არარსებობაა.

ანარ შარიფოვი სოფელ ხოჯორნში ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელია. აცხადებს, რომ საჯარო ტრანსპორტის არარსებობა პრობლემას უქმნის როგორც ახალგაზრდა, ისე მოხუც ხოჯორნელებს.

„მე ორი ძმა მყავს. ერთი მარნეულში მუშაობს და როგორღაც ახერხებს ხოლმე სახლში დაბრუნებას, ხშირად ფეხითაც უწევს სადახლოდან ჩვენს სოფლამდე მოსვლა. მინდოდა მეორე ძმასაც დაეწყო მუშაობა მარნეულში, სამუშაო ადგილი იყო, ჩვეულებრივად შეეძლო მუშაობის დაწყება, მაგრამ ტრანსპორტის არარსებობის გამო ვერ დასაქმდა, საღამოს სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა ხოლმე. ახალგაზრდები კიდევ შეძლებენ სადახლოდან ხოჯორნამდე ფეხით წამოსვლას, მაგრამ მოხუცებს, განსაკუთრებით კი მარტოხელა მოხუცებს ძალიან უჭირთ. მარნეულში წასასვლელად ტაქსი ჭირდებათ ან კერძო მანქანით უნდა წავიდნენ, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული“.

რადიო „მარნეულთან“ საუბრსიას მარნეულის ავტოპარკის ხელმძღვანელმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ სოფელ ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ჰქონია აღნიშნულ თემაზე საუბარი და სოფელში საჯარო ტრანსპორტი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაინიშნება.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები