ჯანმრთელობის მდგომარეობა - დისკრიმინაციის საფუძველი?

სალომე ქირია მეცხრე კლასში იყო, როდესაც წონის უეცარი კლება დაეწყო. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მას დიაბეტი ჰქონდა და ინსულინზე უნდა გადასულიყო. მეცხრეკლასელისთვის ამ დიაგნოზის მოსმენა ადვილი არ იყო ვიდრე მშობლებმა სიტუაციაში არ გაარკვიეს. სალომეს უკან კი სკოლა იდგა, ვერც კლასელები გაერკვნენ რატომ გადიოდა გაკვეთილიდან სხვა კაბინეტში, სადაც უნდა ეჭამა ან ინსულინი გაეკეთებინა. ამის გამო არაერთხელ გამხდარა სალომე ბულინგის მსხვერპლი, თუმცა საკუთარ თავ დაჰპირდა , რომ ამ ყველაფერს მტკიცედ გამუმკლავდებოდა და გამოუვიდა.

„სკოლაში დაბრუნების შემდეგ უფრო ცუდად გავხდი და ვფიქრობდი რაღაც მჭირს-მეთქი კლასელები სულ ეჭვობდნენ რატომ გავდიოდი კლასიდან. ისე მოხდა, რომ ზარი რომ დაირეკებოდა, შემომივარდებოდნენ ოთახში, ერთხელ ნემსზე წამასწრეს, ერთხელ რომ ვჭამდი ისე წამასწრეს. არავის დავადანაშაულებ, არ ცოდნის მომენტი იყო , ზოგჯერ დამცინოდნენ და ნარკომანსაც მეძახდნენ „ - თქვა სალომე ქირიამ, რომელსაც ფსიქოლოგიურად მრავალი წნეხის გადატანა მოუწია, თუმცა გვერდში ოჯახი ეგდა, რომლებმაც სალომეს საჭიროებები ყველაზე მეტად გაითავისეს.

„მამაჩემმა ერთი წლით გამიშვა გერმანიაში. ამბობდა შენ წახვაალ იქ და ნახავ, როგორ ცხოვრობენ დიაბეტიანები და უფრო სხვანაირად იცხოვრებო. სკოლა რომ დავამთავრე, უნივერსიტეტშიც არ ჩამიბარებია, მაშინვე წავედი გერმანიაში. თან ისეთ ოჯახში მოვხვდი, სადაც ერთ-ერთს დიაბეტი ჰქონდა და ეს ყველაფერი ერთი წელი კარგად შევისწავლე. რომ დავბრუნდი მივეცი ჩამს თავს პირობა , რომ დამემტკიცებინა ყველაფერი შემეძლო“

სალომე ქირია ახლა უკვე მასწავლებელია და მარნულში ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლაში ეხმარება. მოსწავლეებს კი ბულინგის თემაზეც ხშირად ესაუბრება. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში სკოლებში ბულინგის და დისკრიმინაციის არაერთი შემთხვევა ხდება, თუმცა ამაზე ხმამახლა საუბარს ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. აზალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკა პავლენიშვილი გვეუბნება, რომ დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობა დისკრიმინააციის ან ბულინგის თემად იქცეს. მოქმედი კამონმდებლობის თანახმად, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას გულისხმობს, ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ კანონში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

„ეს კანონი 2014 წელს მიიღეს, მარამ ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი განათლების სიტემაში, რა თქმა უნდა სკოლებში, თუნდაც საბავშვო ბაღებში სწავლებები უნდა იყოს. თუნდაც სათამაშოს წართმევა პატარა ბავშვებში მოიაზრება ბულინგად. აქ არის საჭირო  ფსიქოლოგების დახმარება, რამ გამოიწვია მასში ამ ქმედების განხორცილება. ხშირად მშობლებიც ვერ აანალიზებენ, რომ მათი შვილი შეიძლება იყოს მოძალადე. მე ვფიქრობ, რომ სკოლა, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მშობლები , ბავშვები ფსიქოლოგი უნდა იყოს ჩართული აქტიურად ამ საკითხში“

კანონი, რომელიც საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ მიიღეს, მისი მიზანია ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები