სპორტი და პანდემია - აქტუალური თემა
კორონავირუსის პანდემიამ ყველა სფეროზე იმოქმედა. ერთ-ერთი ასეთი სპორტია, რომელმაც ამ მიმართულებით დაკავებული ადამიანები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ოთხი თვეა, რაც მარნეულის სპორტსკოლას მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცა.

ფაიგ მამედოვი საქართველოს კარატის ფედერაციის ვიცე - პრეზიდენტია. მარნეულის სპორტსკოლაში მწვრთნელად მუშაობს. სპორტსმენისთვის ყველაზე რთული პერიოდი პანდემია აღმოჩნდა.  გადაიდო ტურნირები და ვარჯიშები -  სწავლებამ ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა. ამ ყველაფერმა კი მათ პროფესიულ ზრდას შეუშალა ხელი. 

გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ სპორტის განვითარებაზე მარნეულში  და რა სამომავლო გეგმები აქვთ. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ააიპ „სპორტსკოლის“ ხელმძღვანელი მამუკა ნავერიანი და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი ელგუჯა კუპატაძე.

ვრცლად გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ აქ:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია