რეკლამა
საქართველოს ბანკი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს
სიახლეს სთავაზობს.
ამჯერად ბანკი თავის მომხმარებლებს მობილბანკში მომსახურებას სამ უცხო
ენაზე სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე სთავაზობს.
საქართველოს ბანკის მომხმარებელს მისთვის გასაგებ ენაზე სახლიდან
გაუსვლელად შეუძლია: გაიაროს რეგისტრაცია ციფრული არხიდან
დისტანციურად, აკონტროლოს ანგარიშები და ბარათები, გადარიცხოს თანხა
და გადაიხადოს გადასახადები. შექმნას შაბლონები და ისარგებლოს
ავტომატური გადახდა გადარიცხვის თუ სხვა სერვისებით. მოითხოვოს, ნახოს
და გაიაქტიუროს ლიმიტები, ასევე ისარგებლოს დაზღვევით, მანქანის
სივრცით, შეიძინოს სასაჩუქრე ბარათები, დაიწყოს ანაბრების დაგროვება,
გაეცნოს საქართველოს ბანკის აპლიკაციას.
აქამდე,ზემოთ ჩამოთვლილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ენის
ბარიერების გამო სერვისცენტრში მისვლა უწევდათ, ენების დამატებით
მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ დისტანციურად მიიღონ მათთვის
მოსახერხებელი საბანკო გამოცდილება და მართონ თავიანთი ფინანსები
დამოუკიდებლად.
საქართველოს ბანკის მობილბანკის მომხმარებელს უკვე შეუძლია აირჩიოს და
გამოცადოს აპლიკაციის ყველა უპირატესობები მისთვის ხელმისაწვდომ
ენაზე.
შეძლებენ დისტანციურად მიიღონ მოსახერხებელი საბანკო გამოცდილება და
მართონ თავიანთი ფინანსები დამოუკიდებლად.
აქამდე მობილბანკის გამოყენება მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე იყო
შესაძლებელი.
მობილბანკში რეგისტრაცია მარტივია და შეუძლია საქართველოს ბანკის
ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც სურს ისარგებლოს პროდუქტებით და
სერვისებით შესაძლებლობა აქვს გადმოწეროს მობილბანკი - BOG APP,
გაიარონ რეგისტრაცია დისტანციურად, უკვე მათთვის სასურველ ენაზე და
ისარგებლონ მომსახურებით სერვისცენტრში მისვლის გარეშე.
სარგებლობისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ
ბმულებს:
mbank - https://app.bog.ge/rJKg Nakrebi -
https://app.bog.ge/3HRP