სიახლე
განათლება სირცხვილად მიგვაჩნია - გულგუნ მამედხანოვა
ერთხელ, ბავშვობაში, დედასთან ერთად ფილმს ვუყურებდი. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, ქორწილის ცერემონიალი დაიწყო და სტუმრებმა ნეფეს პატარძლის კოცნა სთხოვეს. ყველა ერთ ხმაზე იძახდა: „აკოცეე!“. ამ მომენტში ბედნიერმა ნეფემ პატარძალს აკოცა, თუმცა, ჩვენ ფილმის ეს მონაკვეთი ვერ ვნახეთ. იცით რა მოხდა?

დედაჩემმა ფილმის იმ მონაკვეთზე იმავე წუთას არხი შეცვალა. ძალინ გამიკვირდა, რადგან დედას პირველად ვხედავდი ასეთ სწრაფად მოქმედს და განერვიულებულს. ვფიქრობ, ბუნებრივი იყო მისი ასეთი ქცევა, თუმცა, ამავდროულად, იგი არ უნდა ყოფილიყო ასეთი მგრძნობიარე. მაინც ვფიქრობ, რომ მისი ასეთი ქცევა გასაგები იყო, რადგან იგი გაზრდილია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ბევრი რამ სირცხვილად ითვლება.

მე დღეს სექსუალურ განათლებაზე ვისაუბრებ. ცხადია, საქართველოში მცხოვრები ადამიანები, სექსუალური განათლების გაგებაზე მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობენ: „ნახეთ, როგორ გაფუჭდა ახალგაზრდობა“, „იმ „რაღაცის“ განათლება არსებობს?!“.

ამის ცხადი მაგალთია ახალგაზრდა გოგონა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ 13-14 წლის ასაკში გოგოს ორგანიზმში ცვლილებების გამო მენსტრუაციის პროცესი იწყება. ალბათ ესეც ყველასთვის ცხადია, რომ ეს ქალებისთვის დიდი ტკივილის მომტანი გამოცდილებაა, მძიმე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ფსიქოლოგიურად რატომ? - იმიტომ, რომ გოგონები დედებისგან წინასწარ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, რადგან ესეც სირცხვილად ითვლება. შედეგად, სასაცილო ამბავი ხდება: სისხლდდენის პირველ დღეს, 12-13 გოგონა ფიქრობს, რომ მძიმედაა ავად.

ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩემს დაქალს ჰქონდა მენსტრუაციის დღეები. ის ცუდად გახდა და ტკივილისგან, მამისა და ბიძის თანდასწრებით, ტირილი დაიწყო. იმ მომენტში უფროსმა ქალებმა შიგნით ძალით შეგვიყვზნეს და საყვედური გვითხრეს, რომ არ შეიძლება მენსტრუაციის ტკივილის გამო კაცებთან ტირილი. „არ გრცხვენიათ? ამის გამო ტირით? ამხელა გოგოები ხართო“, გვითხრეს. მათი სიტყვების გამო, ჩვენ ტირილი მეორედ დავიწყეთ. როგორ შეიძლება ტკივილის სირცხვილად ჩათვლა?

სხვა თემასაც მინდა, შევეხო. ბოლო დროს, წყვილები სასურველი რაოდენობის შვილის გაჩენის შემდეგ, დამცავი კონტრაცეპტევის გამოყენების გარეშე სექსუალური გავშირის შედეგად, აბორტს მიმართავენ. ცხადია, აბორტი ქალის უფლებაა და მისი გადაწყვეტილებაა. თუმცა, ხომ გასაგებია ყველასთვის სიტუაციის სიმძიმე? ქალი ორსულდება სურვილის გარეშე და ამასთან ერთად, ხშირად იძულებული ხდება, აბორტი გაიკეთოს. ამას თან მოჰყვება მძიმე შედეგები მისი ჯანმრთელობისთვის. ჩვენში ხშირად ამბობენ, მეტი საქმე არ გვაქვს, კონტრაცეპტივში გადავყაროთ ფულიო. ერთი მაინტერებს, თუ ამის ფული არ აქვთ, აბორტის ფულს სად შოულობენ? სოფელში ამაზე საუბარიც კი სასაცილოდ მიაჩნიათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს სასაცილო კი არა, სავალდებულოდ განსახილველი თემაა.

საკითხი იმაში მდგომარებს, რომ ჩვენთან ბევრს ურჩევნია პირდაპირ აბორტი და არა - წინასწარ დამცავის მოხმარება. მე ეს მიმაჩნია პრობლემად, რადგან ამის შესახებ არ ცოდნა და არც გამოცდილება არ გვაქვს. სექსუალური განათლების მქონე პირებმა კარგად იციან ამის მნიშვნელობა: სამედიცინო ჩარევა ყველა ქალის უფლებაა, უბედურება კი სახლის პირობებში ორსულობისგან თავის არიდებაა, რასაც თან მოჰყვება კიდევ სხვა მძიმე პრობლემები.

ჩვენთან სექსულურ განათლებაზე დისკუსიები მხოლოდ ქორწილის წინა დღეს იწყება, ყველაფრისმცოდნე ბიცოლების სავალდებულო მოვალეობასავით. საწყალი პატარძალი ერთ დღეში ათას ვერსიას უსმენს და პირველ ღამეს სტრესში და ნერვიულობაში ატარებს. ჩვენთან ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონას ცუდი და მძიმე ამბები ემართება სტრესის გამო.

იმას არ ვამბობ, რომ მცირეწლოვან ბავშვებთან სექსუალურ კავშირზე ვისაუბროთ - არა! ხაზს ვუსვამ: 12-13 წლის გოგონებს და ასევე ბიჭებს, უნდა მივცეთ სექსუალური განათლება. ეს სავალდებულოა!

გოგონას შეგვიძლია ვასწავლოთ, თუ რას წარმოადგენს მენსტრუაცია, რომელი ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ იმ პერიოდში და ა.შ.

რადგან ადამიანის ფსიქოლოგია გარდატეხის პერიოდში მგრძნობიარეა და მას თავდაჯერებულობა დაბალ დონეზე აქვს, შესაბამისად პასიურობს და არასწორად იქცევა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოზარდებს ვასწავლოთ სექსულური განათლება, რომ მომავალში პრობლემებს თავი ავარიდოთ. ასევე, ამით უნდა დავარღვიოთ სტერეოტიპები და სექსუალური განათლების მიმართ ღიები უნდა ვიყოთ.

წყარო: ანჯარა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ
სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას
იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მიდის.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო
გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ
ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი
უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ
ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც
დაიწყოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა პირების მიმართაც დაიწყოს.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და
თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები,
არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლდებიან.
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული
ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23
სექტემბრიდან დაიწყებს.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით და საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და
CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის
თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ
ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს.
შსს
აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო
უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს
არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი
პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული
დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
შსს აცხადებს, რომ ევროპოლთან და აშშ-სა და ავსტრალიის საგამოძიებო უწყებებთან ერთად რამდენიმეთვიანი გამოძიების შედეგად გამოავლინეს არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.
NDI-ის კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის
მოსახლეობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის
საქმიანობას აფასებს.
NDI-ის კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის მოსახლეობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას აფასებს.