მშობელმა ბავშვს ცხოვრება უნდა აჩუქოს და არა წაართვას - ელლადა რზაევა

ქალად ყოფნა არც ერთ საზოგადოებაში არ არის მარტივი... მეტ-ნაკლებად ყველგან, ქალად ყოფნა დაუსრულებელ ბრძოლას ნიშნავს. იმ საზოგადოებაში კი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბრძოლა ჩასახვიდანვე გვიწევს.



ყველაფერი იმით იწყება, რომ თუ გოგოა, ადამიანადაც არავინ მიიჩნევს. როცა ჩასახვიდანვე არასასურველი ბავშვი ხარ, ე. ი. ნულით ერთით წაგებით იწყებ ცხოვრებას. ეს არის წაგების ყველაზე ღრმა ფორმა და თუ არ ხარ საკმაოდ ძლიერი და ბრძოლისუნარიანი, იძულებული ხარ, ცხოვრების ბოლომდე წაგებულმა იარო.


ძალიან იშვიათია ისეთი გოგოები, რომლებიც მოზარდობის ასაკში განათლებაზე საუბრობენ. 4-15 წლის გოგონებმა იმდენი ისაუბრეს ოჯახის შექმნაზე, რომ ბოლოს დარწმუნდნენ: ცხოვრებაში მისაღწევი ერთადერთი წარმატება არის შეძლებულ ბიჭთან ოჯახის შექმნა. ეს ბავშვებიც დარწმუნდებიან, რომ ეს არის მათთვის სწორი.

ნაადრევი ქორწინება იმედგაცრუების დასაწყისია. ჩამწარებული ბავშვობა, რომელიც ბავშვად ვერ გაატარე, არც ახალგაზრდობის პერიოდი შეგრგებია, - იმედგაცრუებები ცხოვრების ბოლომდე თან გახლავს...

ყველაზე ცუდი ცხოვრების წესი, რომელსაც მშობელი შვილს თავს ახვევს, ადრეულ ასაკში ქორწინებაა. მშობელმა ბავშვს ცხოვრება უნდა აჩუქოს და არა - წაართვას. ცხოვრებაში მშობლების - ყველაზე საიმედო ადამიანების მხრიდან, ოცნებების წყალში ჩაყრა შვილს ყველაზე დიდ ტრავმას აყენებს...

ზემოთ მოყვანილი ისტორიები ჩემ ირგვლივ ქალებს გაუვლიათ, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელი რეალობაა...

ბავშვებიდან ვიბრძვი, რომ ჩემ გარშემო წაგებულ ქალებს არ დავემსგავსო და ასეც გავაგრძელებ, რადგან მე ვარ მებრძოლი და მჯერა, რომ ყველა ქალი მებრძოლია.

ცხოვრების არსი წაგებაში კი არა, ბრძოლაშია!

ელლადა რზაევა
ფანჯარა

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები