სიახლე
საზოგადოება ქალის „შეცდომას“ არ ივიწყებს - შალალა ამირჯანოვა
გუნეში 17 წლის ასაკში საკუთარი ნებით დაქორწინდა. ოჯახის სიყვარულით შექმნის მიუხედავად, ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა და რიგი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. დღეს გუნეში თბილისის ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანები მის მიერ განვლილ რთულ გზას და „შეცდომებს“ მუდმივად უხსენებენ.

„დღეს ჩემი ცხოვრება შეცვლილია. ერთხელ შევცდი, თუმცა, ადგომა შევძელი. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ამ პროცესს ჩვენი საზოგადოება ორმაგად ართულებს. რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს პერიოდი დამთავრებულია, ადამიანებისგან გაგებული ერთი სიტყვაც კი, წარსულის გასახსენებლად საკმარისი ხდება“, - ამბობს გუნეში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 20 წლის გუნეში ოჯახის თანხმობის გარეშე, თავისი ნებით, შეყვარებულთან ერთად გაიპარა. ოჯახთან ხანგრძლივი უთანხმოების მიუხედავად, მცირეწლოვან გოგონას ამ ნაბიჯის სისწორეზე არ უფიქრია. სოფლის სკოლაში წარჩინებული მოსწავლის სტატუსის მქონე გუნეშს იმ პერიოდში სკოლა ახალი დამთავრებული, ეროვნული გამოცდები კი ჩაბარებული ჰქონდა.

„ამ ასაკში ოჯახის შექმნისას ფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც შენ გსურს, თუმცა ასე არ ხდება. ოჯახში სირთულეები ჩნდება, შენ უნდა მოითმინო და პრობლემები უნდა გადაჭრა. ჩემმა განათლების გაგრძელების სურვილმაც კი ოჯახის უფროსების უკმაყოფილება გამოიწვია. მეგონა, რომ მეუღლე სულ გვერდით მეყოლებოდა და მხარს დამიჭერდა, მაგრამ სხვანაირად მოიქცა“,- ამბობს გუნეში.

გუნეში ჰყვება, რომ ოჯახში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები იმას მოწმობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არასწორი გადაწყვეტილებაა. ამას დამატებული ოჯახში ძალადობა კი, ამ პროცესს გაუსაძლისს ხდის. როგორც გუნეში ჰყვება, ადრეულ ასაკში გაპარვით ქორწინების გამო, იგი ფიქრობდა, რომ საკუთარ ოჯახის სახელს ჩირქი მოსცხო. ამას დამატებული ქმართან დაშორება საზოგადოების თვალში მეორე შეცდომა იქნებოდა და ამას კიდევ მეტად არ მიიღებდნენ. ამის გამო, გუნეში ოჯახში ძალადობას ითმენდა და არც ერთ მომხდარ შემთხვევაზე ხმას არ იღებდა.

„მე ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი. დღეს ვხედავ, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება ყოფილა. იმ ასაკში პატარა ბავშვს ეს არ ესმის და სწორისა და მცდარის ერთმანეთისგან გარჩევა მარტივიც არაა. მე საკუთარი გადაწყვეტილების მსხვერპლი გავხდი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ძალით არავინ დამაქორწინა უცნობზე. პირიქით, მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, ოჯახმა მხარი დამიჭირა და სირთულებიც ერთად გადავლახეთ. რომ არა მათი მხარდაჭერა, განათლების გაგრძელებას კი არა, იმ ძალადობისგან თავის დახსნასაც კი ვერ შევძლებდი“, - ამბობს გუნეში.

20 წლის გუნეში დღეს სწავლას აგრძელებს, მუშაობს და ფეხზე მყარად დგას. მისი მთავარი მიზანი სწავლის დამთავრება და სასურველი განხრით მუშაობის გაგრძელებაა.

შალალა ამირჯანოვა
ფანჯარა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია