გაცხადებული ფიქრი
ადრეული ქორწინება- დაავადება რომელსაც თავის დროზე დიაგნოზი ვერ დაუსვეს და ტრადიცია დაარქვეს
"როგორც ყველა საზოგადოებას, ჩვენს საზოგადოებაც აქვს პრობლემები. ეს გარდაუვალი ამბავია. მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ხუთი-ათი წლის წინ არავინ ფიქრობდა პრობლემების მოგვარებაზე. ზუსტად ამ დაგვიანების შედეგია დღევანდელი სიტუაცია.


ხმამაღალი ფიქრის ავტორი - გიულგუნ მამმადხანოვამ სოციალურ პლათფორმა  ფანჯარასთვის დაწერა

არადა, ნაადრევი ქორწინება ზოგადად კავკასიელი ხალხის პრობლემა იყო. მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, სხვებმა პრობლემა აღიარეს და გადაჭრის გზების ძებნაც დაიწყეს. ჩვენთან კი, პრობლემის თავის დროზე გადაჭრის ნაცვლად, იგი ჭიშკართან წითელი ლენტების გამოფენით გაამყარეს და ამას ტრადიცია დაარქვეს.

ყველაზე დიდი შეცდომა ამის „ტრადიციად" მონათვლა იყო. ჩემი აზრით, ამას დაავადება უნდა ვუწოდოთ.

ეს ის დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც თავის დროზე ვერ დასვეს და ტრადიცია დაარქვეს. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, 1918 წელს თბილისის ეროვნულ კრებაზე დემოკრატიული გზით არჩეულ დეპუტატებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი ფარიხან სოფიევა იყო. წარმოდგენაც რთულია, - 1918 წელს ჩვენი საზოგადოების წევრმა ქალმა თავის რეგიონში საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია დაამარცხა, ჩვენ კი დღეს ნაადრევ ქორწინებას, ოჯახში ძალადობას ვებრძვით. ამაში ვხარჯავთ ჩვენს ენერგიას. არადა, ეს ენერგია სხვა სასარგებლო საქმიანობისთვის უნდა გამოვიყენოთ.

მაგრამ, მაინც მგონია, რომ უნდა გვიხაროდეს. როგორც აღვნიშნე, ბოლო წლებში დაიწყო ამ "დაავადებებთან" ბრძოლა და შედეგად ახალგაზრდული მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელმაც საზოგადოების განკურნება იკისრა. საბოლოოდ, 2019 წელს, ეს მოძრაობა ერთ მუშტად გაერთიანდა. ეს ისეთი მუშტია, რომლის ძალისაც, დარწმუნებული ვარ, "მათ" შეეშინდებათ.

მაგრამ, ამ მუშტის გაერთიანება ახალგაზრდებისთვის მორალურად მტანჯველი იყო. ჩვენ პრობლემების გამო გვრცხვენოდა, მაგრამ არ გავჩუმდით. ჩვენ გავახმაურეთ პრობლემები, დავგმეთ ქალთა მიმართ ძალადობა, საქართველოში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ამაზე ღიად ვისაუბრეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ეს ამბები "საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის ნაადრევი ქორწინება კვლავ პრობლემად რჩება" სათაურით შუქდება, მაინც არ შეგვრცხვა ამაზე ხმამაღლა საუბარი. ზუსტად ამის შედეგად, გაფანტულმა ახალგაზრდა "ექიმებმა" ერთმანეთი ვიპოვეთ და დიდი ძალის გარშემო გავერთიანდით. ჩვენ ჯერ ერთპალატიანი საავადმყოფო შევქმენით.

მგონია, რომ პირველ მიზანს მივაღწიეთ და უკვე დროა, მეორე ნაბიჯიც გადავდგათ. ეს ექიმები, ხელში ლანცეტით, არსებულ მავნე ტენდენციებს ისე უხეშად ამოვკვეთთ, რომ "ტრადიციებს" ამოფარებული საზოგადოებისთვის ეს საშინელაბათა ფილმივით იქნება.

ყველაზე კარგი ის არის, რომ ამჯერად ჩვენ ვიქნებით "მკვლელები" და არა - ისინი. ჩვენ დედების, ბებიების, ბაბუების, და-ძმის "მკვლელები" გავხდებით, თუ ისინი "მათნაირები" არიან. ეს იქნება ჩვენი მოძრაობის მეორე ნაბიჯი და საბოლოოდ, საზოგადოება მეორედ დაიბადება. მაშინ უკვე "გაჩუმდი" და "მოკალი"!



გოგონებო, თქვენ მარტო არ ხართ! - პლატფორმა #სალამის ახალი ვიდეო მიმართვა

„სალამ“ - პლატფომრა ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე შექმინილი წარმოდგენების შესაცვლელად

„სალამ, ჩვენ მოვედით!“ - საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდები
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია