სიახლე
ჰამიდ ბუკოვსკი,წარმოშობით ქურთი თურქი მომღერალი და ტოლერანტობის დღე -ქამრან მამედოვის ხმამაღალი ფიქრი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ, 9 დეკემბერს, გარდაბნელ მასწავლებელს, ჰამიდ სადიგოვს, ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცა.

ჰამიდ სადიგოვმა 19 წლის მოსწავლის ცოლად შერთვის მიზნით გატაცება გააპროტესტა რის გამოც ის საზოგადოების მიერ ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

#მევარჰამიდი - სათაურით  ადრეულ ქორწინების წინააღმდეგ აქტიური კამპანია დაიწყო. სიმბოლურად დაემთხვა ახალგაზრდა მასწავლებლის მოვლენებს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პლატფორმის - #სალამის შექმნაც.  პლატფორმის, რომელმაც გადაწყვიტა მათივე საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობის მიმართ შექმილი წარმოდგენების შესაცვლელად დისკუსია დაეწყო. 

9 დეკემბერს ფლატფორმის ერთ-ერთმა დამაარსებელმა  ქამრან მამედოვმა ჰამიდ სადიკოვს პირადად მოულოცა ჯილდოს მიღება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დღევანდელი საქართველო გასული საუკუნის თურქეთს, პარალელი გაავლო. 



"უმცირესობებზე ენობრივი და კულტურული დომინაცია და ჩაგვრა განსაკუთრებით მწვავე იყო თურქეთში, წინა საუკუნის ბოლომდე.

1999 წლის 10 თებრვალს, თურქეთში აჰმეთ ქაია დააჯილდოვეს, როგორც წლის საუკეთესო მომღერალი. დაჯილდოების ცერემონიაზე, ქაიამ მოპოვებული ჯილდოსთვის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, რომ ქურთულ ენაზე აპირებდა სიმღერის გამოშვებას, რომელიც იყო მისი მშობლიური ენა.

დარბაზში მყოფი თურქული შოუ ბიზნესის გამოჩენილმა სახეებმა მის ამ განცხადებაზე აგრესიით უპასუხეს. სცენაზე ჯილდოთი მდგარ ქაიას საჭმლის, დანა-ჩანგლის და თეფშების სროლა დაუწყეს. ამ შეხვედრიდან აჰმეთ ქაია ძლივს გაიყვანეს დაზიანებების გარეშე.

შემდგომში ქაიას მეუღლე იხსენებს, რომ "უცბად, ეს ელეგანტური ქალები და კაცები მონსტრებად გადაიქცნენ, დაგვიწყეს დანების და ჩანგლების სროლა, შეურაცხოფის მიყენება. წარმოდიგნეთ შეხვედრის ატმოსფეროს შეცვლა სულ რაღაც ხუთ წუთში, პრაქტიკულად კაფკასეული ტრანსფორმაცია!"

აჰმეთ ქაია ამ შეხვედრის შემდეგ იძულებული გახდა საკუთარი სამშობლო, თურქეთი, დაეტოვებინა და მალევე გარდაიცვალა ემიგრაციაში, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის დღეს.

ხოდა რამ გამახსენა ეს ამბავი წინა საუკუნიდან?

გუშინ სახალხო დამცველის ოფისმა აღნიშნა ტოლერანტობის დღე (16 ნოემბრის ნაცვლად) და გადასცა ჯილდოები "ტოლერანტობის ქომაგებისთვის"

ჩემთვის ტოლერანტობის დღე და 16 ნოემბერი ყოველთვის ასოცირდებოდა ემიგრაციაში გარდაცვლილ ქაიასთან, რომელიც არის სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის, ღირსებისთვის, ადამიანობისთვის, ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ტოლერანტობისთვის მებრძოლი ადამიანის სახე.

გუშინ აჰმედ ქაიას დაემატა ჰამიდიც, რომელმაც მიიღო "ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდო.

P.S. შეხვედრაზე ლომჯარიამ აღნიშნა, რომ კულტურული დომინაციის ნიშნები არსებობს საქართველოში. ასევე ხაზი გასუვა იმასაც, რომ ქართული ენის სწავლა აუცილებელია ეთნიკური უმცირესობებისთვის, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია უმცირესობებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე, მართალია მისი ეს პოზიცია განპირობებული იყო ჩრდილოეთიდან მომავალი დეზინფორმაციის საფრთხით და ნაწილობრივ ახდენდა ამ ნარატივით უმცირესობებს ობიექტივიზაციას, მაგრამ მაინც მგონია რომ ამის აღნიშვნა, სახალხო დამცველის მხრიდან, კარგი იყო." - წერს ქამრან მამედოვი
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია