სიახლე
14 წლის იურა გუმაშიანის "ხმამაღალი ფიქრი" - "ამ ამბების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა"
14 წლის იურა გუმაშიანი სოფელ შულავერში ცხოვრობს. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების დღიდან ძალიან აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო კამპანიაში. სამეგობროში ავრცელებს ფლაერებს, სოციალურ ქსელში ნახულობს საჭირო ინფორმაციას და სხვადასხვა ჯგუფებში დებს. დავინტერესდით რა შეიცვალა იურას ცხოვრებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან.  კითხვაზე როგორ არის? გვიპასუხა რომ კარგად, ქართულს სწავლობს ინტენსიურად. დღიური რომ გამოგივიგზავნა, გივთხრა, რომ ტექსტში სიტყვების ნაწილი რუსულად არის დაწერილი. ჩვენ არ ვთარგმნეთ. ვიმედოვნებთ, რომ იურა გააგრძელებს ჩვენთვის დღიურების წერას და ყველა დავინახავთ როგორ უმჯობესდება მისი ქართული ენა.  როგორც თავად გვეუბნება, პირველად უწევს დღიურის დაწერა.
გთავაზობთ იურა გუმაშიანის „ხმამაღალ ფიქრს“


"მოგესალმებით! მე ვარ იურა გუმაშიანი, 14 წლის!ვცხოვრობ მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში და ვსწავლობ შულავერის №2 საჯარო სკოლაში მე-9 კლასში! ვცხოვრობ ისეთ სოფელში, საიდანაც ჩანს მრავალფეროვნება - სომხებ, ქართველ და აზერბაიჯანელი მოსახლეობის თანაცხოვრებას ვგულისხმობ!
როდესაც მოვისმინე ტელევიზორში ,რომ ჩემი მუნიციპალიტეტი, მარნეული კარანტინის ზონად გამოაცხადეს, мне стало немного не по себе, მაგრამ მჯეროდა , რომ ყველაფერი კარგად იქნება!

ამ ამბების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ხშირად არ გავდივარ სახლიდან, არ ვთამაშობ ჩემ მეგობრებთან, არ დავდივარ სკოლაში, ყოველ დღე ვზივარ სახლში ვკითხულობ წიგნებს, ვუყურებ ფილმებს, ვეხმარები ოჯახის წევრებს სახლის საქმეებში და ა.შ
ძალიან მენატრება სკოლა, ჩემი მასწავლებლები და ჩემი კლასელები.
როგორც უკვე აღვნიშნე, ვსწავლობ შულავრის საჯარო სკოლაში. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ახალი სკოლა გვექნება. ეხლა მიმდინარეობს ჩვენი სკოლის მშენებლობა! როგორც ვიცი, ჩვენი სკოლა ხვალიდან გადადის ონლაინ სწავლებაზე. უკვე გავააქტიურე დისტანციური სწავლების პროგრამა „ Teams-ი“. ვნახოთ რა გამოვა, ძალიან მომეწონა ონლაინ გაკვეთილების იდეა. მერე ისიც გავიგე, რომ 30 მარტს ვისაც არ აქვს საშუალება გადავიდეს ონლაინ-სწავლებაზე იმათთვის პირველ არხზე იწყება "ტელესკოლა", მაგრამ ჩვენ ტელევიზორს არ აქვს წვდომა ქართულ არხებთან და ამიტომ მე ონლაინ-გაკვეთილებს დავესწრები.
ერთხელ დილით მივდიოდი მაღაზიაში სოფლის ქალების და მამაკაცების ხმა მესმოდა, ჩვენთან სოფელში ორი ტიპის ხალხი არსებობს - ერთი ესეთია:
-რა კორონავირუსი, ეს პოლიტიკაა და ა.შ
მეორე კი ასეთი:
-ვაიმე რა გვეშველება და ა.შ
даже мой сосед закрыл замком дверь чтобы к ним никто не заходил.
ჩემი სოფლის უმრავლესობას არც ახლა სჯერა რომ კორონავირუსი არსებობს და ბევრმა არ იცის რა არის კორონავირუსი? ჩემი სოფლელები არ იცავენ კარანტინის წესებს, არ იცავენ დისტანციას და მე ძალიან ვწუხვარ ამაზე! გავიდა რამდენიმე დღეა და ვნახე , რომ პოლიცია ჯარიმებს წერს, ვინც არღვევს წესებს. ერთი კუთხით გამიხარდა, მაგრამ მგონი, 3000 ლარი ბევრია.
მერე ისიც ვნახე, რომ მერიამ დაიწყო საინფორმაციო კომპანია კორონავირუსზე! მე მომწონს მოხალისეობა და ბევრჯერ ვიყავი მოხალისე, ვმონაწილეობდი მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნაში! И не думав связался с ჩვენი შულავერის საბჭოს ახალგაზრდულ სპეციალისტთან თალეჰ ბინნეთოვთან, მან მომცა ბროშურები და ფლაერები,მე კი მეორე დღეს всё приклеил, всё раздал.
და ბოლოს, მინდა მოვუწოდო მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლებში! И пусть не потеряют свою надежду, мы все знаем что всё будет хорошо!"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია