„EMC-ს ცხელ ხაზზე ძირითადად ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით შემოდის ზარები“ - აიტაჩ ხალილლის ხმამაღალი ფიქრები
25 მარტიდადნ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის ცხელი ხაზი მოქმედებს.

თავიდან ძირითადად ჰუმანიტარული რესურსის მოთხოვნით მოგვმართავდნენ. შემდეგ დაწერილი ჯარმები, ძალაში შესული ახალი აკრძალვები და სხვა ინფორმაციების დასაზუსტებლად დაიწყო მომართვები, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ დროის განმავლობაში ზარების 80% ძირითადად ჰუმანიტარული დახმარების მოთხოვნებს შეეხებოდა.

თემებს ცალკე რომ გადავხედოთ, ძრითადად შემოსულ ზარებზე დაყრდნობით, „წითელ ზონად“ გამოცხადებული რეგიონის სოფლებში ისედაც მცირედ არსებული რესურსების უსამართლოდ დარიგების შემთხვევები დავინახეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად
შემოსულ ზარებს ადგილობრივ თვითმმართველობაში ვამისამართებდით, 20-25 დღის განმავლობაში გაჭირვებული ოჯახები და მარტოხელა ადამიანები დახმარების მოლოდინში იყვნენ.
მართალი გითხრათ, რა პრინციპით დარიგდა პირველი დახმარებები ეს ვერც ჩვენ და ვერც მოსახლეობამ ვერ გაიგო. ამას გარდა, დახმარების დიდხნიანი ლოდინი, ლოდინის შემდეგ გაგზავნილი პაკეტების მოცულობის შემცირებამ მოსახლეობაში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სისტემის უსამართლობაც დადასტურდა. ამას გარდა, მწუხარებით უნდა ავღნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან გადამისამართებულ არც ერთ მოთხოვნაზე მარნეულის მერიის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

ამავდროულად, კარანტინის რეჟიმის დროს ახალი აკრძალვების და რეგულაციების შემოღების შემდეგ დავინახეთ, რომ მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმში იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ მერიის ცხელი ხაზის შესახებ არაფერი არ იცოდა, ამ მდგომარეობაში ინფორმაციის მიწოდების არაეფექტური ენის პოლიტიკა არსებობს და ცხელ ხაზზე დარეკვისას მოქალაქეები სრულფასოვან პასუხებს ვერ იღებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთ ვითარებაში ძირითადად ასაკოვანი ხალხია.

რამდენიმე მიმართვა მივიღეთ რეგიონში უსამართლოდ დაჯარიმების შემთხვევებზე და პოლიციის მიერ მოქალაქეებთან უხეშად მოქცევის ფაქტებზეც. ახლა ამ მოქალაქეების იურიდიულ დახმარებას ვცდილობთ. პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის მცდელობებმა და ზოგ შემთხვევაში შეურაცხყოფის ფაქტებმა მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ მეც რეგიონში ვცხოვრობ, შემოსული ზარებით და მოსმენილ ისტორიებით წარმოდგენაში ასახულ „წითელ ზონას“ სულ დავიმახსოვრებ. საბოლოოდ, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველას ჯანმრთელობას და მოთმინებას ვუსურვებ.

ავტორი: აიტაჩ ხალილლი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1