ბულინგის შესახებ მარნეულის სოციალური მომსახურეობის სააგენტოში შეტყობინებები თითქმის არ შედის
არასასურველი ფიზიკური ან ვერბალური ძალადობის აქტი რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიმართულია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ და მოიცავს ძალების უთანასწორობას და ამ პიროვნების ჯგუფიდან გარიყვის ქმედებას. - ასეთია მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტების უმრავლესობის განმარტება ბულინგთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში კი მისი ზუსტი განმარტება არ არსებობს.

ბულინგი ხშირად გამოხატულია დამბულინგებლს მიერ მაღალი სოციალური სტატუსის გამოყენებით ბულინგის მსხვერპლის დამცირებისა და მისთვის ტკივილის მიყენებაში. გარდა ფიზიკური კონტაქტისა, ბულინგი შესაძლოა გამოვლინდეს ადამიანისათვის სახელების შერქმევით, დამცირებით, ჭორების გავრცელებითა და ა.შ. რომელიც სოციალურ ქსელში ხორციელდება. ასეთი სახის ბულინგს ხშირ შემთხვევაში კიბერ ბულინგს ან ონლაინ ბულინგს უწოდებენ.

ხშირ შემთხვევაში ყურადღება ბულინგის ხუთ ფორმაზე მახვილდება. ფიზიკური ბულინგი შეიძლება მოიცავდეს დარტყმას, ჩარტყმას, ჩქმეტას, ხელის კვრას და შეტევის სხვა ფორმებს. ვერბალური ბულინგი გულისხმობს სიტყვების გამოყენებით სხვისთვის ზიანის მიყენებას, მაგალითად ზედმეტსახელებით, შეურაცხყოფით, სექსუალური და გარყვნილი კომენტარების გაკეთებით, მიმიკით ან ვერბალური მუქარით. ურთიერთობრივი ბულინგი ფოკუსირდება ვინმეს რაიმე ჯგუფიდან გარიყვაზე როგორც წესი ვერბალური მუქარის, ჭორების გავრცელებისა და სხვა ფორმის დაშინების ფორმების საშუალებით. რეაქციული ბულინგი მოიცავს დამბულინგებლის მიერ სხვების ბულინგს, რადგან წარსულში თვითონ იყო ბულინგის მსხვერპლი. ბულინგი შეიძლება ასევე მოიცავდეს მსხვერპლის საკუთრებაზე შეტევას, მაგალითად როდესაც მსხვერპლს მისი პირადი საკუთრება უზიანდება ან ერთმევა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სოციალურმა მუშაკმა ნათია ხაჩიძემ თქვა, სააგენტოში ბულინგის შესახებ შეტყობინებები ძირითადად სკოლებიდან შედის.




ბუ
ლინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია თავად ბულინგის იდენტიფიცირების სირთულესთან სკოლებში. ხშირია შემთხვევა, როდესაც მასწავლებლები ან მშობლები სიტყვიერი, ფიზიკური აგრესიის შემცველ ქცევას ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ და ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. გარდა ამისა, მჩაგვრელი ბავშვი იშვიათად ახორციელებს მსგავს ქცევას უფროსის თანდასწრებით.

ფსიქოლოგების განმარტებით, ბულინგი შესაძლოა ასოცირებული იყოს სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან. მოზარდი, რომელიც სკოლაში ბულინგ ანხორციელებს, შესაძლებელია დაკავდეს ისეთი ქმედებებით როგორიცაა ვანდალიზმი, ძალადობა სკოლის შიგნით და გარეთ. დამბულინგებლებს და მათ მსხვერპლებს უფრო მეტად ემუქრებათ დეპრესიაში ჩავარდნა იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც ბულინგის ეპიზოდის მონაწილე არ ყოფილან. სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს მათ მიერ სკოლის ხშირად გაცდენა, ცუდი აკადემიური ნიშნების მიღება, მარტოობა და სოციალური იზოლაცია.

ბავშვების ბულინგისა და სხვა დანაშაულებებისაგან დაცვის მიზნით საქართველოში შექმნილია რეფერირების მექანიზმი. აღნიშნულ მექანიზმში ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობები, სკოლები, სამართალდამცავი უწყებები, სოციალური სამსახურები და ა.შ.

რეფერირების მექანიზმის გამოყენება ხდება ნებისმიერი ქმედებისას, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და განვითარებას.რეფერირებაში ჩართული ყველა სუბიექტი ვალდებულია ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას, ადგილზე გააანალიზოს შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ უზრუნველყოს სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები