ჩვენი უფლებები და ვალდებულებები პოლიციასთან ურთიერთობისას
საქართველოს პოლიცია - სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. პოლიცია არის პასუხისმგებელი ორგანო ქვეყანაში დანაშაულის მდგომარეობაზე.
პოლიცია/პოლიციელი საზოგადოებასთან ურთიერთობაში მოქმედებს როგორც სახელმწიფო. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ჩვენ ვესაუბრებით პოლიციელს, ჩვენ ვესაუბრებით სახელმწიფოს.
პოლიციას აქვს ორი ძირითადი ფუნქცია:
• საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
• მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილება.
ამ ორი ძირითადი ფუნქციის შესრულებას პოლიცია უზრუნველყოფს - პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების მექანიზმებით
პრევენციული ფუნქცია - გულისხმობს პოლიციის წინსწრებ ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის, ასევე სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად.
სამართალდარღვევაზე/დანაშაულზე რეაგირების ფუნქციას - ეს გულსხმობს უკვე მომხდარ სამართალდარღვევაზე პოლიციის რეაგირებას. სამართალდამრღვევის გამოვლენისა და მისი დასჯის მიზნით. რეაგირების მექანიზმები ხორციელდება სისხლისა და ადმნისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში.

პოლიციის უფლებამოსილებებიც ამ ორი კატეგორიის მიხედვით შეიძლება დავაჯგუფოთ. უფლებამოსილებები, რომელიც უკავშირდება პრევენციულ ფუნქციას და უფლებამოსილებები, რომელიც სამართალდარღვევაზე რეაგირებასთან არის კავშირში. აღნიშნული უფლებამოსილებები რეგულირდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით.

რაც შეეხება უკვე კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად შეიძლება შეეხოს არის შემდეგი:
• პირის გამოკითხვა;
ვინაობის დადგენის მიზნით პოლიცია უფლება აქვს შეაჩეროს პირი და ღიად და უშუალოდ გამოჰკითხოს მისი ვინაობა და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ინფორმაციის გადაცემა პოლიციისთვის არის ნებაყოფლობითი. ამ ქმედები განხორციელების უფლება პოლიციას აქვს გარკვეული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. მაგალითად თუ პოლიცია ფიქრობს, რომ პირმა ჩაიდინა ან ჩაიდენს სამართალდარღვევას. 14 წლამდე არასრულწლოვნის გამოკითხვა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით არის დასაშვები.
• პირის იდენტიფიკაცია
თუ გამოკითხვით არ დგინდება, პოლიციას უფლება აქვს დაიწყოს იდენტიფიკაციის ღონისძიება. ღონისძიების დასრულების შემდეგ უნდა შედგეს ოქმის იდენტიფიკაციის ღონისძიების თაობაზე. წერილობითი დოკუმენტის შედგენა, ჩვენი უფლებების დაცვის ერთ-ერთი გარანტიაცაა. ნებისმიერი მსგავსი ღონისძიების და პოლიციის მხრიდან ჩვენი უფლებების შეზრუდვისთვის ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ წერილობითი დოკუმენტის/ოქმის შედგენა. ასეთი ოქმი დაადასტურებს რომ პოლიციას ჩვენთან კონტაქტი ჰქონდა და დაადასტურებს იმ შინაარს რა საკითხზე შედგა კომუნიკაცია ჩვენსა და პოლიციას შორის.
• პირის მოწვევა
თუ პოლიცია მიიჩნევს, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, მას შეუძლია მოიწვიოს იგი პოლიციის განყოფილებაში. პოლიციაში გამოცხადება ამ შემთხვევაში ნებაყოფლობითია. უნდა ვიცოდეთ, რომ არასლუწლოვნის მოწვევა დაუშვებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. მოწვევის შემთხვევაში ჩვენი პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 სთ-ს, არასრულწლოვნისა 2-სთ-ს.
• ზედაპირული შემოწმება
გარეგანი შემოწმება გულისხმობს ჩვენს გარეგან, ტანსაცმლის ზემოდან შემოწმებას ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით. არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს აკრძალული ნივთი, ან საფრთხეს უქმნის სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. რეიდის დროს. ადგილზე შეიძლება იყვნენ ძებნილები, არალეგალები, ან შესაძლო დამნაშავეები. ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი, შესაძლებელია გამოუვალ მდგომარეობაში გამონაკლისი მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული შემოწმებისთვის დაშვებულია მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.
პოლიციის დანაშაულზე რეაგირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია გამოძიება
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გამოძიების დროს გამოკითხვა პოლიციის გამომძიებელთან არის ნებაყოფლობითი. თუმცა, ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარის შემთხვევაში გამოკითხვა შესაძლოა დაინიშნოს სასამართლოში, რა დროსაც მოსამართლესთან გამოკითხვაზე გამოცხადება არის სავალდებულო ხასიათის.
გარდა პრევენციისა და სამართალდარღვევაზე რეაგირებისა პოლიციელს ეკისრება მნიშვნელოვანი ეთიკური ვალდებულებები, განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობისას.
ეს არის საზოგადოებისთვის დახმარების აღმოჩენა, მათ შორის არასამუშაო საათბში:
- პოლიციელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების განსხვავებული ტრადიციები, ადათები და ცხოვრების წესის თავისებურებები.
- პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
- მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით.
- პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საშუალება გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
- პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.
პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა მის მიმართ ისჯება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობა პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 1000-4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ხოლო, სისხლის სამართლის წესით ქმედება შეიძლება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.

პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google