„პირველი არხი - განათლება“ უკვე ეთერშია (VİDEO)
ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია.


ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა, სამაუწყებლო ბადე და საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

„პირველი არხი – განათლება“ სატელიტიდან ხელმისაწვდომია შემდეგი პარამეტრებით



განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.



ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

„ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი



„პირველი არხი – განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე სანახავი გაკვეთილები,​ საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები; პროგრამირება; დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები; „მშობლების დრო“.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

სპეციალურად „ტელესკოლისთვის“ საქართველოს პირველი არხის სატელევიზიო შოუს „რანინას“ კონკურსანტებმა ჰიმნი ჩაწერეს.



„პირველი არხი – განათლების“ ეთერში ასევე დაგეგმილია „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედება.

წყარო: პირველი არხი
| Print |