ფოთის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებულ შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია. კურდღელია მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ორივე შემოსასვლელში განთავსდეს ბლოკ-პოსტები. შემოწმდება მანქანით მგზავრობის წესების დაცვა, ჩატარდება თერმოსკრინინგი. ამ ეტაპზე ქალაქში მხოლოდ სამი ჯარიმა გამოიწერა. ქალაქში შეჩერდა ავტობუსების მუშაობა. მკაცრი კონტროლია დაწესებული თვითიზოლაციაში მყოფებზე. მიმდინარეობს რეკომენდაციების ბეჭდური სახით გავრცელება. ვაწარმოებთ მონიტორინგს სურსათის ფასებზე. შეუფერხებლად და რეკომენდაციების მკაცრი დაცვით მუშაობს ნავსადგური.

მოხალისეები ჩართული არიან სურსათის მაღაზიებში, აფთიაქებსა და საბანკო აპარატებთან რიგების მოწესრიგებაში. სურსათით ვეხმარებით 60 წელს ზევით მარტოხელა მოქალაქეებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს. სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება“,
– აცხადებს გოჩა კურდღელია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია